დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაიტანეთ ნაგავი!
2009/07/27 12:33:12

რამდენი ხანია, ვიკავებ თავს და ბოლო-ბოლო, ვეღარ შევიკავე. ვეღარ ვუძლებ, რო არ გითხრათ, ბიძიკო. მარა - ვის ვუთხრა, რამდენჯერ ვუთხრა, რამდენჯერ ავტეხო ამბავი? საშველი მაინც არ ჩანს, გონია...

მოვხუცდი უკვე და ჯანი მე აღარ მივარგა და ფოხი. მარა, რაი უნდა გავაკეთო ამ დარანება სიცხეში, სახლში? ჩემი ბებერი მაინც სულ მეჩხუბება, რავა დავარდი თლათ, ქაიხოსრო, ბაზარში წასვლაც აღარ გინდაო... მეც ავდგები და ყოველდღე დავდივარ ბაზრისკენ, რასაც წავაწყდები იაფათ და რასაც ჩემი პენსია გასტობა, იმას ვყიდულობ. ჰოდა, ამნაირი რამის ძებნაში ქე მიწევს მთელი ბაზრისთვის კრუგის დარტყმა. მარა, ვაი ამნაირ დარტყმას, ბოლოს ისევ მე გამოვდივარ „დარტყმული“... გეივლი კაცი? ვერა! კაი, ამ გარემოვაჭრეებს არ ვერჩი, მარა ჩვენც რა დავაშავეთ, კაცო? ხან შარვალი გამემედო იაშიკებიდან გამოშვერილ ლურსმნებზე, ხან კიდო მაიკა შემევიხიე... რო იტყვიენ, ნემსის ჩასაგდები ადგილი არ მეიძებნება ახლა ქუთაისის ბაზარში. მარტო ბაზარში? მთელ ახლო-მახლო ტერიტორიაზე.

ეს კიდო არაფერი. გაჩერება როა, მთელი ქალაქის ტრანსპორტი რო აჩერებს ბაზრის ცენტრალურ შესასვლელთან, თქვენ ის ადგილი უნდა ნახოთ. ნაგავი, ნაგავი და ნაგავი, პლიუს დანაგვიანებული წუმპეები. ახლა თქვენ წარმეიდგინეთ, რა საშინელი სიბინძურის ბუდეა ამ ზაფხულში ეს ადგილი და რაფერ ყარს იქოურობა. სირცხვილი და თავის მოჭრა!!!

ისე, მერია კი არაა შორს და, ნეტაი, არ აწუხებთ ეს სუნი? რა ვქნა, რაფერ მივაწვდინო ხმა ჩვენი ქალაქის უფროსებს, რამე უბედურებას  რო  არ  გადაგვყაროს ამ ადგილმა?


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია