დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს არ ცვლის
2013/06/10 12:53:38

ევროპის ცენტრალური ბანკი სესხებზე ძირითად საპროცენტო განაკვეთს უცვლელად ტოვებს. მიზეზად მაისში  ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ასახელებს და აცხადებს, რომ ევროზონა რეცესიიდან თანდათანობით გამოდის.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მარიო დრაგის განმარტებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი უკიდურესად დაბალი-წლიური 0,5 პროცენტი იქნება. მისივე თქმით, ბანკის „რბილი“ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სიტუაციას იქამდე მოერგება, რა  დრომდეც იქნება საჭირო.

”ევროზონის ქვეყნებში პროდუქციის წარმოება გაზრდილია და მაღალ მაჩვენებლებს აფიქსირებს ზედიზედ რამდენიმე კვარტლის მონაცემებით, მაგრამ შრომის ბაზარი ისევ სუსტია. ერთიანი ეროვნული ვალუტის - ევროს მიმართ ნდობა გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მისი გაცვლითი კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში დაბალი იყო,-”აცხადებს მარიო დრაგი ”ევრონიუსთან” საუბარში.

მისივე განმარტებით, ევროპის ცენტრალური ბანკი ტექნიკურად მზადაა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შეამციროს და უპირატესობა, კვლავინდებურად, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მიანიჭოს. ასევე, გააქტიურდება ფასიანი ქაღალდების ბაზარი.

ევროპის ცენტრალური ბანკი ვეროზონაში მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლად 2013 წელს მინუს 0,6 პროცენტს ასახელებს. 2014 წლისთვის კი ეს მონაცემი პლუს 1,1 პროცენტამდე გაიზრდება.

ინფლაცია მიმდინარე წელს 1,4 პროცენტის ნიშნულზე დარჩება, მომავალ წელს კი 1,3 პროცენტის ფარლებში იქნება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია