დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე იღბლიანი კაცი დედამიწაზე
2013/01/02 21:05:44

81 წლის მუსიკის მასწავლებელი ფრანო სელაკი მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანია. ფრანო 7-ჯერ გადაურჩა სიკვდილს და ლატარიაში 600 000 გირვანქა სტერლინგი მოიგო.

გთავაზობთ იმ შემთხვევების სიას, როდესაც ფრანო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა:

1. 1962 წელს ის სარაევოდან დუბროვნიკში მგზავრობდა. მატარებელი მოულოდნელად რელსიდან გადავიდა და ყინულით სავსე მდინარეში ჩავარდა. ინციდენტისას 17 ადამიანი დაიხრჩო, ფრანომ მხოლოდ შოკი მიიღო და მხარი მოიტეხა. 

2. 1963 წელს ზაგრებიდან რიეკაში თვითმფრინავით მგზავრობდა. მოულოდნელად პილოტის კაბინის კარი გაიღო და მგზავრები გადაცვივდნენ. 19 ადამიანი დაიღუპა, ფრანო კი თივის ძნებს დაეცა და გადარჩა. 

3. 1966 წელს ავტობუსი მდინარეში გადავარდა. 4 ადამიანი დაიხრჩო, მაგრამ ფრანომ მხოლოდ რამდენიმე მოტეხილობა მიიღო, თუმცა წარმატებით გაცურა. 

4. 1970 წელს ავტომობილს, რომელსაც მართავდა, ხანძარი გაუჩნდა. ავტომობილის აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფრანომ მანქანის დატოვება მოასწრო. 

5. 3 წლის შემდეგ ფრანკოს ავტომობილს პრობლემა შეექმნა. აალებისას ფრანოს თმა შეეტრუსა, თუმცა სხეულის სერიოზული დაზიანება არ მიუღია. 

6. 1995 წელს ფრანო ავტოავარიაში მოყვა, მაგრამ სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. 

7. იგივე შემთხვევა 1996 წელსაც გამეორდა. 

ყოველივე ამის შემდეგ, მან ლატარიის ერთადერთი ბილეთით მოიგო 600 00 გირვანქა სტერლინგი და თანვე აღნიშნა საკუთარი მეხუთე ქორწინების წლისთავი, რომელზეც შემდეგი კომენტრი გააკეთა: „ვფიქრობ, აქამდე ჩემი ყველა ქორწინება ასეთივე საშინელება იყო...“


(მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით. ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია