დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პუ­ტი­ნი სა­კუ­თა­რი გა­დაწყვე­ტი­ლების შეც­ვლას არ აპი­რებს
2012/12/24 13:18:03

რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის საუბარი და­იწყო. გრი­გოლ კა­რა­სი­ნი­სა და ზუ­რაბ აბაში­ძის შეხვედ­რის შემ­დეგ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თობების გა­უმჯობესების სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი გა­დაწყვე­ტი­ლების შეც­ვლა­ზე უა­რი თქვა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნაცხადა, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თობების მო­წეს­რი­გება კარ­გი­ა, თუმ­ცა გა­აჩ­ნია - რის ფა­სად.

 

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის განცხადებით, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თობების გა­უმჯობესება სურს, თუმ­ცა სა­კუ­თარ გა­დაწყვე­ტი­ლებას არ შეც­ვლის.

„სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტუ­ა­ცია ჩიხში შეიყვა­ნა და, სი­მარ­თლე გითხრათ, კარ­გად არ მეს­მის, ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან რო­გორ უნ­და გა­მო­ვი­დეთ. რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი გა­დაწყვე­ტი­ლების შეც­ვლას ვერ შეძ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს კი არ შე­უძ­ლია და­ე­თანხმოს იმას, რომ აფხაზე­თი­სა და სამხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებლობა აღი­ა­როს. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნი­ა, აქ რი­სი გა­კე­თება შე­იძ­ლება. ჩვენ რე­ა­ლუ­რად გვსურს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თობების აღ­დგე­ნა, თუმ­ცა, ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, პირ­და­პირ უნ­და ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უფ­რო მე­ტა­დაა და­ინ­ტე­რე­სებული, ვიდ­რე ჩვენ,“ - გა­ნაცხადა პუ­ტინ­მა. მი­სი­ვე თქმით, ორ ერს შო­რის ურ­თი­ერ­თობები უნ­და და­რე­გუ­ლირ­დეს.

„ჩვენ ვხედავთ პო­ზი­ტი­ურ სიგ­ნა­ლებს, ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვებულს, თუმ­ცა მა­ინც პო­ზი­ტი­ურს. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლებამ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თობების და­რე­გუ­ლი­რების სა­კითხებში სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ნიშ­ნა, ჩვენ ამას არა მხოლოდ ვხედავთ, არა­მედ მი­ვე­სალ­მებით და, რო­გორც ხედავთ, იმა­ვე­თი ვუ­პა­სუხეთ,“ - გა­ნაცხადა პუ­ტინ­მა.

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თობის სა­კითხებში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს ზუ­რაბ აბაში­ძე­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინს შო­რის პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი უკ­ვე შედ­გა. დიპ­ლო­მა­ტები დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლებაზე შე­თახმდნენ.

„ეს იყო ამ სახის პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის უშუ­ა­ლო მი­თი­თებით გა­ი­მარ­თა. ჩვენს სახელ­მწი­ფოებს შო­რის ურ­თი­ერ­თობები, ფაქ­ტობრი­ვად, ჩიხშია მოქ­ცე­უ­ლი და სა­ჭი­როა ამ ჩიხიდან გა­მო­სავ­ლის ძიება. შევ­თანხმდით, რომ გარ­კვე­ულ თე­მებზე ვერ ვთანხმდებით, ამი­ტომ და­საწყისი­სათ­ვის სა­საუბროდ გან­ვსაზ­ღვრეთ ისე­თი თე­მები, რო­გო­რი­ცაა სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თობები, ჰუმა­ნი­ტა­რულ-კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რები და რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა. მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ დი­ა­ლო­გი ამ ფორ­მა­ტით გაგ­რძელ­დება რე­გუ­ლა­რულ სა­ფუძ­ველ­ზე,“ - გა­ნაცხადა აბაში­ძემ. 

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რუ­სულ ბაზარ­ზე დაბრუ­ნება სა­ქარ­თვე­ლოს გა­აძ­ლი­ე­რებს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ციფ­რებსა და ღვი­ნო­ზე, არა­მედ ბევრ ადა­მი­ან­ზეა საუბარი. არის გარ­კვე­უ­ლი რის­კებიც, თუმ­ცა ეს არის ბიზ­ნე­სის რის­კი, რო­მე­ლიც არ­სებობს არა მხოლოდ რუ­სეთ­ში, არა­მედ - სხვა ქვეყნებში. „ხელი­სუფ­ლება ბიზ­ნეს­მე­ნებს პო­ლი­ტი­კურ გა­რან­ტიებს ვერ მის­ცემს. ჩვე­ნი საქ­მეა, გავხსნათ ეს ბაზა­რი და შემ­დეგ თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნებმა გან­საჯონ, რამ­დე­ნად უღირთ ამ ბაზარ­ზე გას­ვლა,“ - თქვა აბაში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რუ­სულ ბაზარ­ზე დაბრუ­ნების სა­ნაც­ვლოდ, რა­ი­მეს დათ­მობის სა­კითხი არ დგას და, პი­რი­ქით, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო დაეხმა­რა რუ­სეთს მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნებაში, ახლა ეს არა კე­თი­ლი ნება, არა­მედ რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვა­ლდებულებაა.

„ჩვენ მი­ვე­სალ­მებით რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თობის მო­წეს­რი­გებას, თუ ეს ეფუძ­ნება პრინ­ცი­პებს. მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი არის სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლება და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნობა. ჩე­მი პრე­ზი­დენ­ტობის და­საწყის­ში მქონ­და ბევ­რი იმე­დი და ილუ­ზი­აც, ალბათ. სამ­წუხაროდ, ისი­ნი არ გა­მარ­თლდა და დამ­თავ­რდა, რო­გორც დამ­თავ­რდა იმ ეტაპ­ზე. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობლე­მა იქ­ნება, თუ ჩვენ იზო­ლი­რებული აღ­მოვ­ჩნდებით და­ნარ­ჩე­ნი სამყაროს­გან. რუ­სე­თის ამო­ცა­ნა, რო­გორც ვხედავ, დღეს არის მხოლოდ ეს. რა­ტომ დაიბარეს აბაში­ძე ჟენე­ვა­ში? იმი­ტომ, რომ კა­რა­სი­ნი იყო იქ­ვე და ჟენე­ვის ფორ­მა­ტი და­ე­სუს­ტებინათ, სა­დაც, რუ­სების განცხადებით, აფხაზე­თი და სამხრეთ ოსე­თი არ გა­ნიხილება სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნას­წო­რად და ეს არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი. ჟენე­ვის ფორ­მა­ტის მოკ­ვლა უნ­დათ, რო­მე­ლიც ჩვენს ერთ-ერთ მთა­ვარ მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ უნ­და შევ­ძლოთ ცი­ვი­ლი­ზებული მსოფ­ლი­ოს მხარ­და­ჭე­რის შე­ნარ­ჩუ­ნება,“ - გა­ნაცხადა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მების ასო­ცი­ა­ცი­ის (GRASS) თა­ნა­დამ­ფუძ­ნებლის, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხებში სახელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ყოფი­ლი მო­ად­გი­ლის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას აზ­რით, რუ­სე­თი, კა­რა­სი­ნი-აბაში­ძის ფორ­მა­ტის გაძ­ლი­ე­რების ფონ­ზე, ჟენე­ვის დის­კუ­სიების და­სუს­ტებას შე­ეც­დება. ხოშ­ტა­რი­ას აზ­რით, ე.წ. tête-à-tête შეხვედ­რები სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან რუ­სე­თის­თვის უფ­რო მი­სა­ღებია სა­ერ­თა­შო­რი­სო წნეხის შე­სუს­ტების თვალ­საზ­რი­სით.

„ასე რომ, მე მექ­მნება შთაბეჭ­დი­ლება, რუ­სე­თი, უბრა­ლოდ, თა­მა­შობს ამ თა­მაშს - ასუს­ტებს ჟენე­ვას და ეც­დება, რომ გა­აძ­ლი­ე­როს კა­რა­სი­ნი-აბაში­ძის ფორ­მა­ტი. რა თქმა უნ­და, ჯერ ამა­ზე, რო­გორც შემ­დგარ ფაქ­ტზე, საუბარი არ შე­იძ­ლება, მაგ­რამ ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თება. სახეზეა პირ­ვე­ლი ნიშ­ნები, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და ძა­ლი­ან ფრთხილად იყოს, რა­თა ამ სცე­ნა­რით არ წა­ვი­დეთ,“ -  გა­ნუცხადა  „პირ­Wელს“ ხოშ­ტა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ზუ­რაბ აბაში­ძის განცხადებით, „რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გის დაწყებით ჟენე­ვის ფორ­მა­ტის არა­თუ და­სუს­ტებასა და დაკ­ნი­ნებას, არა­მედ, პი­რი­ქით, მის ხელ­შეწყობასა და გაძ­ლი­ე­რებას ვცდი­ლობთ.“

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნობისა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თობებში თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­კითხები განსჯის სა­გა­ნი არ და ვერ იქ­ნება.

„მიუხედა­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თი არ დათ­მობს ე.წ. სამხრეთ ოსე­თი­სა და აფხაზე­თის ცალმხრივ აღი­ა­რებას, რე­სურ­სი არ­სებობს იმი­სა, რომ ეს სა­კითხი მა­ინც მოგ­ვარ­დეს და გა­დაწყდეს. ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­მა უკან კი არ უნ­და წა­ი­ღოს აღი­ა­რება, არა­მედ ხელი შე­უწყოს ქარ­თულ-ოსუ­რი და ქარ­თულ-აფხაზუ­რი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რებას და იმას, რომ ეს კონ­ფლიქ­ტი იქამ­დე მი­ვი­დეს, სა­დაც უკ­ვე რუ­სე­თის აღი­ა­რება-არა­ღი­ა­რება აღარ იქ­ნება აქ­ტუ­ა­ლუ­რი და თვი­თონ ოსები, ქარ­თვე­ლები და აფხაზები შე­თანხმდებიან რა­ღა­ცა­ზე. სხვა სა­კითხია, რამ­დე­ნად სან­დოა ის, რომ რუ­სე­თი რე­ა­ლუ­რად ამას გა­ა­კე­თებს. განცხადებით, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თობების აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებში უფ­რო მე­ტად შე­დი­სო, პუ­ტი­ნი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი კუთხით სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს იმ­დე­ნად არ აინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს - რუ­სე­თი... რე­ა­ლუ­რად რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თობების აღ­დგე­ნა არ არის ჩვენ­თვის გა­დამწყვე­ტი. ჩვე­ნი საბოლოო მი­ზა­ნი მა­ინც, რა თქმა უნ­და, რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რება და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რიების დე­ო­კუ­პა­ცი­აა,“ - ამბობს პო­ლი­ტო­ლო­გი კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია