დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ვიმეგობროთ აუტიზმთან“
2013/04/11 19:26:14

„ვიმეგობროთ აუტიზმთან“ - ამ სახელწოდების შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მიზანი აუტიზმის არსისა და  მისი დროული პრევენციის გზების გაცნობა იყო. აღნიშნული პრობლემის შესახებ ქუთაისის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ფსიქოლოგებს, მშობლებსა  და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს პროფესიონალები ესაუბრნენ.  

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ფსიქოლოგი ლიკა მხატვარი უძღვებოდა. როგორც მხატვარმა აღნიშნა, დროული დიაგნოზირებისა და მკურნალობის შემთხვევაში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. ფსიქოლოგის განცხადებით აუტიზმით დაავადებულ პირთა შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი უნდა დაინგრეს.
,,ჩემი პირადი მიზანი, როგორც ფსიქოლოგის, არის ის, რომ ვისაუბრო, თუ რა არის აუტიზმი, ჩარევის რა მეთოდები არსებობს, რაც შემდეგში დაავადებულ ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათთან მეგობრობაში დაეხმარება“ - აღნიშნა მხატვარმა.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, საქართველოში აუტიზმით დაავადებულ ბავშთა სტატისტიკა საგანგაშოა. კერძოდ, ყოველი 110 ბავშიდან ერთს აუტიზმი აქვს. როგორც ექსპერტებმა განმარტეს აუტიზმის სრული განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია. თუმცა, მათივე თქმით, ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკა და მკურნალობა მდგომარეობას აუმჯობესებს.

ინფრომაციისთვის: გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც შეუერთდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2295
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია