დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მწვანე დღეები“ პარლამენტთან ერთად
2013/04/03 15:50:15

ქუთაიასის №25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „არკადემია“ სამოქალაქო განათლების ფორუმზე შემუშავებული ინიციატივის „მწვანე დღეები’’ განხორციელება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განაგრძო.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ცაგარეიშვილს, რათა გამწვანების აქციისათვის მათთვის ნერგები გამოეყოთ. ბატონმა ცაგარეიშვილმა გამოთქვა სურვილი, სამოქალაქო კლუბის წევრებს თავად შეხვედროდა და  მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში აქტიურად მიეღო მონაწილეობა.  უფრო მეტიც, კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო სამოქალაქო კლუბის შეთავაზება, ქუთაისის №25 საჯარო სკოლასა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ასევე წერილობით მიმართეს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, გამწვანების აქციისათვის  საჭირო ინვენტარის გამოყოფასთან დაკავშირებით. კლუბის წევრებმა, საჭირო ინვენტარის გარდა,  ამავე სამსახურიდან მიიღეს რეკომენდაციები, თუ სად უნდა დაირგოს პარლამეტის  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიერ გამოყოფილი ნერგები.

დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების პირველი ეტაპი  2 აპრილს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ქუთაისის №25 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბს შორის მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო. რომელიც, ძირთიადად, სხვადსახვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ეკოაქციების ერთობლივ განხორციელებას გულიხმობს.  პარლამენტის   მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პარლამენტში შედგა, ამ პროცესს გარემოს დაცვის  მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის მოადგილეები,  საპარლამენტო კომიტეტის წევრები, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ქუთაისის №25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე  მიესალმა სამოქალაქო კლუბის წევრებს და მადლობა გადაუხადა ბუნებაზე ზრუნვისთვის, ხოლო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა კიდევ ერთი იდეა გაახმოვანა.

„ქუთაისის №25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მაგალითზე, ჩვენ გვსურს,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული  საქართველოს აქტიური საჯარო სკოლებისათვის საპარლამენტო კომისიამ ჩაატაროს  დიდი სემინარი ეკოლოგიის თემაზე და მოსწავლეები აქტიურად ჩავრთოთ ყველა ჩვენს მიერ დაგეგმილ და განსახორციელებიელ ღონისძიებაში.“ – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარესთან,  წევრებთან, მინისტრთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გამწვანების აქცია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე – ქუთაისის №25 საჯარო სკოლაში, გაბაშვილის სახელობის პარკსა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში განახორციელეს.

სამოქალაქო კლუბმა  ამ ინიციატივის ფარგლებში „მწვანე ყუთები“ წერილობითი თანხმობის საფუძველზე საკუთარ სკოლასა და ქუთაისის აკაკი წერეთილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც განალაგეს, მაკულატურის ჩაბარებიდან შემოსულ თანხას ისევ ბუნების ადვოკატირების  ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ, რომლებსაც „მწვანე დღეების“ ფარგლებში ისევ პარლამეტის  კომიტეტთან თანაშმრომლობით გეგმავენ.   

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია