დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგა
2013/03/27 00:02:17

აგრარულ  უნივერსიტეტს  ავტორიზაცია  აღუდგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ავტორიზაციის  საბჭოს  წევრებმა  26 მარტს განათლების  ხარისხის  განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ სხდომაზე  მიიღეს. განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა აგრარული უნივერსიტეტს  ავტორიზაცია მიმდინარე წლის 12 მარტს გაუუქმა, რასაც სტუდენტების ჯგუფის საპროტესტო აქციები მოჰყვა.

როგორც ავტორიზაციის  საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, იმ ხარვეზებიდან, რომელიც  12 მარტის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა, დღეის მონაცემებით  უმრავლესობა უკვე გამოსწორებულია.

მიუხედავად ამისა,  საბჭოს წევრებს მაინც ჰქონდათ შენიშვნები  უნივერსიტეტში აკადემიური კონკურსების გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა  ჩათვალეს, რომ  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მზად არის აღმოფხვრას ხარვეზები და პროფესორ-მასწავლებლების  დანიშვნის  კონკურსები  გახდეს  უფრო  გამჭვირვალე.

როგორც ავტორიზაციის საბჭოს წევრები ამბობენ, აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას  პრობლემების  აღმოფხვრასთან დაკავშირებით ნდობას საკუთარი რისკის საფუძველზე უცხადებენ, თუმცა მომავალში ამ პროცესის მონიტორინგს მაინც  განახორციელებენ.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ  აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც. მათი სურვილი იყო, რომ ავტორიზაციის  ხელახლა  ძალაში შესვლას არ მოჰყოლოდა პროცესის წყვეტა და ამას არ გამოეწვია აკრედიტებული სასწავლო პროგრამების გაუქმება და შემდგომ აკრედიტაციის  ხელახლა გავლის  აუცილებლობა  არ  დამდგარიყო.  

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სხდომაზე  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღეს დაპირება, რომ აგრარულ უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს ყველა აკრედიტებული პროგრამა და 26 მარტის გადაწყვეტილება იურიდიულად ისე გაფორმდება, რომ  ავტორიზაციის  პროცესის  წყვეტა  არ მოხდეს.  

როგორც საბჭოს წევრებმა განაცხადეს, ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად  არამდენიმე მიზეზია, მათ შორის, მაღალი საჯარო ინტერესი იმ აგრარული სპეციალობების მიმართ, რომელთა სწავლებაც  სხვა უმაღლეს დაწესებულებებში არ მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარე, კახი ყურაშვილი და  ხმათა უმრავლესობით,  სხდომას საჭოს წევრი დავით კახნიაშვილი  თავმჯდომარეობდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია