ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და თურქეთის სინოპის უნივერსიტეტის რექტორმა რეჯეპ ბიჩჯანიმ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
გიორგი ღავთაძის განცხადებით, უნივესიტეტებს შორის თანამშრომლობა წარმატებული იქნება.
„ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მოხდება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლა. მოეწყობა კონფერენციები, ვიმუშავებთ სწავლის ხარისხის გაზრდისთვის. მსგავსი მემორანდუმი სხვა უნივერსიტეტებთანაც გვაქვს და მათთან თანამშრომლობას დღემდე ვაგრძელებთ,“ – განუცხადა “PSNEWS.GE”-ს გიორგი ღავთაძემ.
სინოპის უნივერსიტეტის რექტორის რეჯეპ ბიჩჯანის თქმით, უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს გააღრმავებს.
„ჩვენ ძალიან კარგი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. მოხდება ლექტორების და სტუდენტების გაცვლა. თუ ადამიანები ერთმანეთს გაიცნობენ, აღარ იქნება ომი და დაპირისპირება. ეს არის დღევანდელი შეხვედრის მიზანი,“ – განაცხადა რეჯეპ ბიჩჯანიმ.