დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალის კვირეულმა სტარტი ქუთაისში აიღო
2013/03/12 15:22:42

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალის პრეზენტაციის კვირეული დღეს ქუთაისში დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართევლოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება. პორტალი შეიქმნა სამოქალაქო  საზოგადოების ინსტიტუტის და ფონდ „ღია აზოგადოება- საქართევლოს“ პარტნიორობით, ასევე ფონდ eed-ისა და ევროკავშირის (eu) მხარდაჭერით.

ვებპორტალი შეიქმნა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის გაუმჯობესების, რესურსების გაზიარების მიზნით. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ვირტუალური სივრცე საშუალებას მისცემს, დროის და ენერგიის მინიმალური დანახარჯით, მიიღოს ინფორმაცია მესამე სექტორის შესახებ.

ლალი შალაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ვებპორტალ cso georgia-ს რედაქტორი: „პორტალზე სტუმრობისას შეგიძლიათ, ერთ მხრივ, მიიღოთ ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათი საქმიანობის, მათ მიერ შექმნილი ქსელებისა და პლატფორმების შესახებ, მეორე მხრივ – საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობების, მათი პროგრამებისა და საგრანტო კონკურსების თაობაზე, პორტალი საშუალებას იძლევა, დაინტერესებულმა პირმა მოიძიოს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ადგილმდებარეობა რუკაზე და მათი რეგიონული განაწილება. ანალიტიკური ნაწილი კი გვთავაზობს, გავეცნოთ სექტორის განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს, მოვისმინოთ ექსპერტთა შეფასებები თუ მოსაზრებები მიმდინარე პროცესების შესახებ. საიტი უზრუნველყოფილია სფეროსთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ელექტრონული ბიბლიოთეკით, ასევე საშუალებას იძლევა, მიიღოთ კონსულტაცია არასამეწარმეო კანონმდებლობასთან, მათ შორის, არასამეწარმეო ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საერთო ჯამში, პორტალი 840 არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.“

ვებპორტალის პრეზენტაციას ადგილობრივი არასამთავრობოები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომელთაც ღონისძიება დადებითად შეაფასეს, ვინაიდან მათი განცხადებით, პორტალი საშუალებას მისცემთ, დროის დაზოგვის ხარჯზე მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია