დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი 80 წლისაა
2013/02/14 13:14:22

13 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ დღეს, 80 წლის უკან, პირველი ზარის დარეკვის პატივი აკადემიკოს გიორგი ახვლედიანს ხვდა წილად და პირველი ლექციაც მან წაიკითხა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც შემდეგ, 90-იან წლებში, უნივერსიტეტად გადაკეთდა.

წლის ბოლომდე უნივერსიტეტის იუბილის აღსანიშნავად მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.
ხალხმრავალ აუდიტორიას იუბილე მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ღავთაძემ, პროფესორმა გიორგი მჭედლიძემ და ივერ ბასილაძემ კი მიმოიხილეს ისტორია პედაგოგიური ინსტიტუტიდან უნივერსიტეტამდე.
სიტყვით გამოსულებმა ისაუბრეს პროგრესულ სასწავლო პროგრამებზე, უმაღლესი დონის სასწავლო სისტემაზე, საერთაშორისო კავშირებზე ევროპის სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან...
აუდიტორია დალოცა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ.
სააქტო დარბაზში წარმოდგენილი იყო სასწავლებლის ისტორიის ამსახველი ფოტოკოლაჟი. საიუბილეო ღონისძიებამ სააქტო დარბაზიდან  ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა, სადაც გამოფენილი იყო უნიკალური და ძველნაბეჭდი წიგნები.
უნივერსიტეტს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გააჩნია, იგი მილიონამდე ერთეულ წიგნს შეიცავს. ასევე მიმდინარეობს ძველი, ნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია და განახლება, ხდება „გაციფრიანება“ როგორც წიგნების, ასევე ფოტო მასალებისაც, რომლებიც მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს უნივერსიტეტისათვის.
უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, წიგნების გამოფენა, ისევე, როგორც სხვადასხვა ღონისძიებები, საჯარო ლექციები და ა.შ. წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1895
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია