დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოღონდაც ახალგაზრდებმა იაქტიურონ
2009/11/23 14:35:17

ქა­ლა­ქის ახალ­გაზ­რდობის­თვის დღემ­დე ყვე­ლა­ზე პრობლე­მუ­რად და­საქ­მებისა და გარ­თობის სა­კითხი რჩება, ყვე­ლა­ზე დი­დი ინ­ტე­რე­სი კი გა­სარ­თობი, სა­გან­მა­ნათ­ლებლო და გას­ვლი­თი ღო­ნის­ძიებების მი­მართ აქვს. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლებით მუ­შაობს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­­რად ქუ­თა­­სის ახალ­გაზ­რდობის საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სახური, რომ­ლის უფ­რო­სის, ხათუ­ნა ცა­ნა­ვას თქმით, თვით­მმარ­თვე­ლობის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია - მო­სახლეობის ინ­ტე­რე­სების გათ­ვა­ლის­წი­ნება, მი­სი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­­რი ნა­წი­ლის - ახალ­გაზ­რდობის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დება.

„ის ფაქ­ტი, რომ ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლობაში ახალ­გაზ­რდობის სა­კითხები სტრუქ­ტუ­რუ­ლად სამ­სახურის სახით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, იმის მი­მა­ნიშ­ნებელი­ა, რომ თვით­მმარ­თვე­ლობის მხრი­დან, შე­საძ­ლებლობების ფარ­გლებში, ან­გა­რი­ში ეწე­ვა ახალ­გაზ­რდულ ინი­ცი­ა­ტი­ვებს“, - ამბობს ხათუ­ნა ცა­ნა­ვა.

მი­სი თქმით, ქუ­თა­ის­ში ახალ­გაზ­რდები არც ისე აქ­ტი­უ­რები არი­ან, რა­საც, ნა­წი­ლობრივ, არა­ინ­ფორ­მი­რებულობით, ნა­წი­ლობრივ კი მა­თი მუ­შაობისად­მი ნდობის ფაქ­ტო­რის ნაკ­ლებობით ხსნის. აქ­ტი­უ­რი ისევ ის ძი­რი­თა­დი ბირ­თვი­ა, რომ­ლებიც ქა­ლაქ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლები არი­ან და შე­დეგ­საც აღ­წე­ვენ, პრო­ექ­ტების წარ­მა­ტებაც მა­თი აქ­ტი­უ­რობის შე­დეგ­ზეა და­მო­კი­დებული.

თუ წი­ნა წლებში ახალ­გაზ­რდუ­ლი პროგ­რა­მების და­ფი­ნან­სება მაქ­სი­მუმ 10.000 ლარს შე­ად­გენ­და, ბოლო წლებში მდგო­მა­რეობა საგ­რძნობად შე­იც­ვა­ლა. კომიკურად ჟღერს, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ 3 წე­ლი­წად­ში და­ფი­ნან­სება 250%-ით გა­ი­ზარ­და და წელს ახალ­გაზ­რდულ პროგ­რა­მებს უკ­ვე 201.00 ლა­რი მოხმარ­დება.

ეს ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლებებია, რომ­ლებშიც გა­მოყოფი­ლი თანხები იხარჯება: ახალ­გაზ­რდობის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და ეთ­ნო-კონ­ფლიქ­ტების შე­დე­გად და­ზა­რა­ლებული თუ იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებული ახალ­გაზ­რდების მხარ­და­ჭე­რის, მა­თი სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რების პი­რობების უზ­რუნ­ველყოფა; ბავ­შვებისა და ახალ­გაზ­რდების ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რება, სპორ­ტსა და ტუ­რიზ­მში აქ­ტი­უ­რად ჩაბმის­თვის ხელ­შეწყობა; თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ორ­გა­ნი­ზება; გა­დაწყვე­ტი­ლებათა მი­ღების პრო­ცეს­ში ახალ­გაზ­რდების ჩარ­თვის ხელ­შეწყობა;

2009 წე­ლი ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სახურ­მა დე­დის დღი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი აქ­ცი­ით და­იწყო, რომ­ლის ფარ­გლებში მოხდა ახალ­შობილ­თა დე­დებისა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ცნობილი მოვ­ლე­ნების შე­დე­გად და­ღუ­პულ მებრძოლ­თა დე­დების მო­ნახულება. ამა­ვე პროგ­რა­მის ფარ­გლებში მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებს გა­ე­წი­ათ დახმა­რება.

შემ­დეგ, აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რებით, გა­ი­მარ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ცი­ა, კრი­ზის­ში მყოფი ეთ­ნო-კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლებული და სო­ცი­ა­ლუ­რად მძი­მე მდგო­მა­რეობაში მყოფი ბავ­შვებისათ­ვის რე­ლი­გი­უ­რი ფილ­მების ფეს­ტი­ვა­ლი. აქ­ცი­ის ფარ­გლებში ბავ­შვებს გა­და­ე­ცათ სა­ჩუქ­რები, ხოლო 1 ივ­ნისს, ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, განხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებშიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვებს და იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პი­რებს მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლება, თოჯინების თე­ატ­რში დას­წრებოდ­ნენ წარ­მოდ­გე­ნებს. ბავ­შვებს სა­ჩუქ­რად სას­წავ­ლო ინ­ვენ­ტა­რიც გა­და­ე­ცათ.

იმ ღო­ნის­ძიებების ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, საახალ­წლო მას­კა­რა­დით სრულ­დება, საკ­მა­ოდ შორს წაგ­ვიყვანს. წლის გან­მავ­ლობაში განხორ­ცი­ე­ლებული უამ­რა­ვი პროგ­რა­მი­სა და ამა თუ იმ ღო­ნის­ძიების გარ­და, იყო არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლების მი­მარ­თუ­ლებით განხორ­ცი­ე­ლებული რამ­დე­ნი­მე ინო­ვა­ცი­უ­რი პროგ­რა­მაც, რო­გორც სტუ­დენ­ტების, ისე მოს­წავ­ლე­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით. გა­მორ­ჩე­უ­ლი პროგ­რა­მები იყო ახალ­გაზ­რდების სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რების მი­მარ­თუ­ლებითაც.

„მინ­და აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ წელს გან­სა­კუთ­რებული ყურად­ღება მი­ექ­ცე­ვა მოს­წავ­ლე­თა თვით­მმარ­თვე­ლობების გა­აქ­ტი­უ­რებას, რად­გან ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ შემ­დგომ სწო­რედ ეს რე­სურ­სი გა­და­ი­ნაც­ვლებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებლებში და, ფაქ­ტობრი­ვად, 2 წლის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ სწო­რედ იმ ჯგუ­ფებს, რომ­ლებიც აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღებენ ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დოებრივ ცხოვ­რებასა და საქ­მი­ა­ნობაში მო­ნა­წი­ლეობას“, - გვითხრა ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ხათუ­ნა ცა­ნა­ვამ.

ყოვე­ლი წლის ოქ­ტომბერ­ში, ახალ­გაზ­რდებს თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სების, შე­მოქ­მე­დებითი თუ სხვა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, შე­საძ­ლებლობა ეძ­ლე­ვათ, წარ­მო­ად­გი­ნონ სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტები. შარ­შან ახალ­გაზ­რდობის საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სახურ­ში სულ 40-მდე პრო­ექ­ტი შე­ვი­და, აქე­დან 25 განხორ­ცი­ელ­და. ხათუ­ნა ცა­ნა­ვას  თქმით, წელს პრო­ექ­ტების რა­ო­დე­ნობა გა­ცი­ლებით მე­ტი იყო, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა ქა­ლა­ქის ად­გი­ლობრივ ბიუჯეტ­ში ასახვა უკ­ვე ჰპო­ვა, თუმ­ცა, ეს ფაქ­ტო­რი მა­ინც არ გან­საზ­ღვრავს იმას, რომ ქა­ლა­ქის ახალ­გაზ­რდობა აქ­ტი­უ­რია.

„დაგ­ვი­ა­ნებულს ვერ ვიტყვი, მაგ­რამ საბიუჯეტო პრო­ცე­სი ძა­ლა­შია შე­სუ­ლი და 2010 წლის პა­რა­მეტ­რები უკ­ვე გან­ვსაზ­ღვრეთ, თუმ­ცა, რო­გორც ახალ­გაზ­რდობის საქ­მე­თა სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებში მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სების მიხედ­ვით, გა­მორ­ჩე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვების შემთხვე­ვა­ში, მოგ­ვმარ­თონ. ჩვე­ნი შე­საძ­ლებლობების ფარ­გლებში, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სების გათ­ვა­ლის­წი­ნებითა და თვით­მმარ­თვე­ლობის მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის სა­ფუძ­ველ­ზე, მა­თი ინი­ცი­ა­ტი­ვები აუ­ცი­ლებლად იქ­ნება მხარ­და­ჭე­რი­ლი“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია