დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩველებრივი მაყვალი
2012/03/19 13:29:13

ჩვეულებრივი მაყვალი ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, იზრდება ტყეში, ბუჩქნარში, ყვავის მაისიდან აგვისტომდე, მწიფდება ყვავილობიდან ერთ თვეში. ყველა სახეობის მაყვლის ნაყოფი იჭმება, შეიცავს 10%-მდე შაქარს, 1,8%-მდე პექტინოვან ნივთიერებებს, 1,5%-მდე ლიმონის მჟავას, A და C ვიტამინებს.

ხალხური მედიცინა მაყვლის ფოთლებს, ნაყოფსა და ფესვებს იყენებს. მაყვალს იყენებენ ნაწლავების კატარის და სხვა დაავადებების, მათ შორის სისხლიანი კუჭაშლილობის დროს. იგი ჭიის გამომდენ, სისხლის გამწმენდ და ნაწლავების პერისტალტიკის გამაუმჯობესებლადაც ითვლება.

ნაწლავების კატარის დროს კარგ შედეგს იძლევა მაყვლის ფოთლების (2 ნაწილი) და გულყვითელას (1 ნაწილი) ყვავილების ნარევის წყლით გამონაწვლილით მკურნალობა (დღეში 1/3 ჭიქა), ხშირად ეს უბრალო საშუალება უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა მედიკამენტები.

სისხლნაკლოვანების დროს სვამენ კრაზანას (3 სუფრის კოვზი), ჯინჭრის დედის ყვავილებს (2 სუფრის კოვზი) და მაყვლის ფოთლების (2 სუფრის კოვზი) ნარევის ჩაის, დღეში 3 ჭიქას. მდუღარე წყალს ასხამენ ნარევზე, დგამენ თბილ ღუმელში და იწყებენ მის დალევას ცხელ მდგომარეობაში.

ნერვებმოშლილ, განსაკუთრებით განრისხებულ ადამიანებს უმზადებენ შემდეგი ნარევის ჩაის: სურნელოვანი ჩიტისთვალა -20გ. მაყვლის ფოთლები - 25 გ, ურცი -10 გ, შავბალახა - 20 გ, ბერულა -15 გ. ამავე ნარევს ურცის გამოკლებით და კუნელის ყვავილის 10 გ დამატებით იყენებენ ქალები მენსტრუაციის შეწყვეტისას. თუ ზემოთ ხსენებულ ნარევს (ურცის გარეშე) 15 გ ფითრის ფოთლები დაემატება, მიიღება ნარევი, რომლის ჩაისაც 3-4 ჭიქას ყოველდღიურად იღებენ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ათეროსკლეროზისა და სისხლის მაღალი წნევის დროს. მკურნალობისას იკრძალება ყოველგვარი ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოწევა, მწარე და ცხარე საჭმელების მიღება, ერიდებიან ფიზიკურ შრომას, მენიუდან უნდა ამოვიღოთ კვერცხი, ხორცი და თევზი.

მაყვლის ფოთლის წყლით გამონაწვლილს - 50გ 1 ლიტრ მდუღარე წყალზე - გარეგან საშუალებად ხმარობენ სველი საფენების სახით კანის ანთების, ეგზემის სამკურნალოდ, ასევე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად.

მაყვლის ჩაის შემდეგნაირად ამზადებენ: ახალშეგროვებულ მაყვლის სუფთა, ნედლ ფოთლებს ჭურჭელში აწყობენ და თავს ახურავენ, ასე ტოვებენ სანამ ფოთოლი არ დადნება და გაშავდება, შემდეგ ღია ჰაერზე ახმობენ, ასეთნაირად „ფერმენტირებული“ ფოთლების ჩაი იძენს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს.                                                          

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია