დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საშიში ვირუსი არ დაფიქსირებულა
2009/11/10 14:54:49

ქუთაისში ხვალ კლინიკა LG-ში H1N1 ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით სამედიცინო კონფერენცია ტარდება.

„ვირუსთან დაკავშირებით მედპერსონალის მუდმივი ინფორმირება ხდება,“ – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ადგილობრივი ცენტრის უფროსი კოტე გვეტაძე.

ქუთაისის ინფექციურ  საავადმყოფოს მოზრდილთა განყოფილების გამგე ნანა გონგაძე კი აღნიშნავს, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არის. აღნიშნული განყოფილება 40 პაციენტზეა გათვლილი, თუმცა, ქალბატონ ნანას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების მიღებას ქალაქის ყველა საავადმყოფო შეძლებს და საამისოდ მედ-პესონალს შესაბამისი ტრენინგები უკვე უტარდება. მართალია ტამიფლუს მარაგი ინფექციურ საავადმყოფოში არ დევს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს იმერეთის წარმომადგენლობაში ის საკმარისი რაოდენობითაა შემოტანილი. ამ წამლის თვითნებურად მიღებას მედიკოსები არავის ურჩევენ, რადგან პრეპარატი საკმაოდ ტოქსიურია.

იმერეთში, ჯერჯერობით, ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია