დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ციხე-ტაძრები მძღოლის სარკმლიდან
2009/12/28 13:16:50

მძღო­ლი - გი­დის ფუნ­ქცი­ით, მგზავ­რები - თით­ქმის ყოველ­თვის მრევ­ლი, მუ­სი­კა - ქარ­თუ­ლი, ზოგჯერ - სა­გა­ლობლებიც და გზა... გზა, რო­მე­ლიც ყოველ­თვის ტა­ძარ­თან მი­დის.

 

ტა­ძარ­თან კარ­ლო ნემ­სიწ­ვე­რი­ძის შეხვედ­რა პირ­ვე­ლად წლების წინ შედ­გა. მა­შინ, ავ­ტობუს­ზე მუ­შაობდა და თან რუ­სეთ­ში და­უს­წრებელ­ზე სწავ­ლობდა. სწავ­ლის დამ­თავ­რების­თა­ნა­ვე კი, ისე მოხდა, რომ ეკ­ლე­სიების, ციხე-სი­მაგ­რეებისა და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლების რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე და­იწ-ყო მუ­შაობა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტაბით სულ ათ­ნი იყვნენ.

„ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო იყო იმით, რომ, რა­ღაც­ნა­ი­რად, გი­ზი­დავ­და ეკ­ლე­სია. მა­შინ კომ­კავ­ში­რე­ლი ვიყავი, მაგ­რამ იმ დრო­საც მქონ­და ჯვა­რი, თვი­თონ ვა­კე­თებდი. ისე­დაც მა­ინ­ტე­რე­სებდა ასე­თი რა­ღა­ცები და იქ რომ ვმუ­შაობდი, კი­დევ უფ­რო და­ვინ­ტე­რეს­დი. მიხარო­და, რომ კარგ საქ­მე­ში ვმო­ნა­წი­ლეობდი. ვან­ში, მა­გა­ლი­თად, შუ­ამ­თის ეკ­ლე­სია მაქვს გა­კე­თებული, მწვა­ნეყვა­ვი­ლა­ზე - და­ვით აღ­მა­შე­ნებლის კოშ­კის სახურა­ვი. თა­ვი­დან, გე­ლათ­ში გა­ლავ­ნის გა­საწ­მენ­დად სტუ­დენ­ტები მყავ­და მო­მაგ­რებული, მე­რე მი­წის­ძვრა მოხდა და ონ­ში გა­მიშ­ვეს, ებრა­ე­ლების სი­ნა­გო­გა იყო დაზიანებული და შიობანის კოშ­კიც გა­ვა­კე­თეთ. ბევრ ად­გი­ლას გვი­მუ­შა­ვია...“

სა­კუ­თა­რი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით მო­სა­ლო­ცად სი­ა­რუ­ლი 6 წლის წინ და­იწყო. პირ­ვე­ლად  სა­ფა­რა­ში იყო...  მას შემ­დეგ, ყოვე­ლი მგზავ­რობის და­სას­რულს, მოლოცილ ად­გილს ფურ­ცელ­ზე აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც უკ­ვე 120-ზე მეტ ექ­სკურ­სი­ას ით­ვლის. აქე­დან ყვე­ლა­ზე ხში­რად ბოდბესა და მცხეთა­შია ნამყოფი. ამბობს, რომ ხალხს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ნახვა აინ­ტე­რე­სებს.

„უფ­რო აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ დავ­დი­ვარ, და­სავ­ლეთ­ში რომ არი­ან, ჰგო­ნი­ათ, თით­ქოს აქ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან - ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ“.

მგზავ­რიც ბევ­რნა­ი­რი უნახავს - უცხოე­ლები, ექი­მები, ბავ­შვები, მრევ­ლი... თუმ­ცა, მეტ­წი­ლად, მა­ინც მრევ­ლი დაჰყავს.

„ძი­რი­თა­დად, პეტ­რე-პავ­ლეს მრევ­ლი დამყავს, სულ ერ­თად დავ­დი­ვართ. და­ნარ­ჩე­ნებიც მრევ­ლი­ა, რად­გან, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში და­დის, ისი­ნი არი­ან ხში­რად ჩე­მი მგზავ­რები. მარ­ტო მო­სა­ლო­ცად წა­ვიდ­ნენ და გა­ერ­თონ, ისე არ ხდება“

უკ­ვე თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქვს მოვ­ლი­ლი. რა არ უნახავს: ალა­ვერ­დი, იყალ­თო, თე­ლა­ვი, ყვა­რე­ლი, გრე­მი, ბოდბე, და­ვით გა­რეჯი, ზე­და­ზე­ნი, წილ­კა­ნი, ში­ომ­ღვი­მე, სამ­თავ­რო, ყაზბეგი, სტე­ფან­წმინ­და, სვე­ტიცხოვე­ლი, ასუ­რე­ლი მა­მების ნა­მოღ­ვა­წა­რი...

მან­ქა­ნა­ში რუ­კაც აქვს, სა­დაც გზის ყოვე­ლი მო­ნაკ­ვე­თი, პა­ტა­რა გა­და­სახვე­ვიც კი, კი­ლო­მეტ­რებში ზუს­ტად აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი. თვი­თონ აღარ სჭირ­დება, რად­გან ეს ად­გი­ლები უკ­ვე ზე­პი­რად იცის, თუმ­ცა, ახლა იმ მძღო­ლებს ანახებს, ვინც ამ ად­გი­ლებში პირ­ვე­ლად მი­დის - უნ­და, გზის გაგ­ნება მა­თაც გა­უ­მარ­ტი­ვოს.

რო­გორც თა­ვად ამბობს, მგზავ­რების­გან მი­სი „გი­დად“ შე­რაცხვა გა­და­მე­ტებული­ა, უბრა­ლოდ, თა­ვის საქ­მეს კარ­გად აკე­თებს, რაც ძი­რი­თა­დად გზის ცოდ­ნაა.

„ძი­რი­თად ჯგუფს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც დავ­დი­ვარ სულ, არც სჭირ­დებათ გი­დობა, ყველ­გან ვიყავით უკ­ვე ერ­თად. რო­ცა უცხო მგზავ­რი მყავს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლა­და­ა, ვუხსნი. ვთქვათ, ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლის სა­ნახავად მივ­დი­ვართ და გზა­ზე რა­ი­მე სხვა შეგვხვდა, ვეუბნები: აი, აქ ეს არის და, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ შე­დით.

სა­ფა­რა, მა­გა­ლი­თად, ერ­თი წერ­ტი­ლი­დან მოს­ჩანს მარ­ტო, თან, რომ მივ­დი­ვარ, იმ გზი­დან 15 მეტ­რი­თაა და­შო­რებული. ვაჩ­ვე­ნებ მგზავ­რებს თვი­თონ თუ არ იცი­ან. შენ კი იხედები, მაგ­რამ ყვე­ლა მგზავ­რი ხომ არ იხედება აქეთ-იქით? პეტ­რე-პავ­ლეს მრევ­ლი ად­რე ვი­ღა­ცას წაუყვა­ნია ბოდბეში, ესე­ნი კი იყვნენ ნამყოფი რამ­დენჯერ­მე, მძღოლს შეშ­ლია ერ­თი გა­და­სახვე­ვი (ისე­თი ად­გი­ლი­ა, თუ არ იცი, შე­იძ­ლება შე­გე­შა­ლოს). გა­დაუხვი­ეს თურ­მე, მე­რე კი­დევ გა­დაუხვ-გად­მოუხვი­ეს, ია­რეს, მაგ­რამ ვერ მი­აგ­ნეს. მძღოლს უკითხავს: კი, მაგ­რამ, თქვენ ნამყოფი თუ ხართ, გზა არ იცი­თო? ჩვენ რა ვი­ცით, წინ კი არ ვიხედებით, სად მი­დის მან­ქა­ნაო“.

იცის, რომ მთა­ვა­რი ხალხთან ურ­თი­ერ­თობაა. ალბათ, ამი­ტო­მა­ცა­ა, რომ თუ ერთხელ მას­თან ერ­თად იმ­გზავ­რეს, მე­ო­რე­დაც აუ­ცი­ლებლად მას უკავ­შირ­დებიან. მათ­თან ურ­თი­ერ­თობას ექ­სკურ­სი­ის მე­რეც აგ­რძე­ლებს. ვინც ხში­რად დაჰყავს, იმათ­თან მე­გობრობს, ერ­თმა შვი­ლიშ­ვი­ლიც კი მო­უ­ნათ­ლა.

მო­სა­ლო­ცად, ძი­რი­თა­დად, დღე­სას­წა­უ­ლებზე და­დი­ან, ამა თუ იმ წმინ­და­ნის სახელობის ტაძ­რებში: ალა­ვერ­დობას - ალა­ვერ­დში, მცხეთობას - მცხეთა­ში, გა­რეჯობას - გა­რეჯში და ა.შ.

„19 დე­კემბერს ნი­კორ­წმინ­და­ში ვიყავი პეტ­რე-პავ­ლეს მრევ­ლთან ერ­თად, სხვა­თა­შო­რის, თოვ­ლი დაგვხვდა. ზოგჯერ ყინ­წვის­შიც მივ­დი­ვართ, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სახელობის ტაძ­რები ორი­ვე­გა­ნაა. ამინ­დის მიხედ­ვით, სა­ი­თაც მოხერხდება, იქით წა­ვალთ. დი­ლით ად­რე მივ­დი­ვართ, წირ­ვას და­ვეს­წრებით და წა­მო­ვალთ. ჩვე­ნი მრევ­ლი ამბობს, რომ ამ დღეს ის წმინ­და­ნები ეცხადება ად­გილს, რომ­ლის სახელობის დღე­ცაა და ამ დღეს იქ უნ­და იყო“.

ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებთან და სიწ­მინ­დეებთან ერ­თად, ბევ­რი სას­წა­უ­ლის მომ­სწრეც გამხდა­რა... ყოფი­ლა შემთხვე­ვა, რო­ცა დარ­წმუ­ნებულები ყოფი­ლან, რომ ვე­ღარ ავი­დოდ­ნენ და მა­ინც ასუ­ლან.

რა­ი­მე სას­წა­უ­ლის მომ­სწრე თა­ვად თუ ყოფი­ლა?

„ყვე­ლა­ფე­რი სას­წა­უ­ლი არაა, რაც ხდება? სველ­დებიან კი­დეც გზა­ში, ზო­გი წყალ­შიც ვარ­დება, მაგ­რამ არა­ვინ ცივ­დება. ყოფი­ლა შემთხვე­ვა, რომ ისეთ გა­უ­ვალ ად­გი­ლას, სა­დაც სხვა მან­ქა­ნები ვერ ადი­ოდ­ნენ, ჩვენ ავ­სულ­ვართ. გერ­გეთ­ზე ავ­დი­ო­დით, მა­გა­ლი­თად, ერთხელ, გერ­გე­თობა იყო და 200-მდე მან­ქა­ნამ მოიყარა თა­ვი, ვერ ადი­ოდ­ნენ, ხალხმა ფეხით გა­აგ­რძე­ლა გზა. ჩვენმა მრევ­ლმა და­იწყო ლოც­ვა, მთე­ლი მარ­შრუ­ტი ლო­ცუ­ლობდა და... ასე, ლოც­ვამ აგ­ვიყვა­ნა.“

მო­სა­ლო­ცად ოჯახთან ერ­თა­დაც და­დის, ბოლოს სა­ფა­რა­ში და ვარ­ძი­ა­ში იყვნენ, თან მა­მაო და პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლებიც ახლდათ.

„მორ­წმუ­ნე ვარ, ჩვენ­თან, წმინ­და ნი­ნოს ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვარ, პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლიც დაგვყავს, ჩე­მი შვი­ლი გა­ლობს... სა­დაც დავ­დი­ვართ ექ­სკურ­სი­ა­ზე, იქაც ყოველ­თვის შევ­დი­ვარ. ისე, ზედ­მი­წევ­ნით ვერ ვი­ცავ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ. მა­მა­ოც დაგვყვება ხში­რად მრევ­ლთან ერ­თად, გვი­ქა­და­გებს, სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცეებს გვეუბნება ყოველ­თვის ცდი­ლობს რა­ღაც გვას­წავ­ლოს...“

კუ­რი­ო­ზებიც ხში­რად ჰქო­ნია. ტყაჩირ­ში, მა­გა­ლი­თად, კვი­რი­კეს სახელობის ეკ­ლე­სი­ა­ში ორი ქა­ლი დარ­ჩათ, რაც მხოლოდ გე­გუთ­ში შე­ამ­ჩნი­ეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიბრუნ­დნენ და წა­მოიყვა­ნეს.

„ისე­თი შემთხვე­ვაც იყო, ქალ­მა გა­ჩე­რება რომ მთხოვა, ხუმა­რა ქა­ლი­ა, ხში­რად მგზავ­რობს ჩე­მი მარ­შრუ­ტით. ისეთ ად­გი­ლას მითხრა, არც და­სახლება იყო და არა­ფე­რი, მინ­დო­რი იყო მარ­ტო. მე­ძახის: გა­ა­ჩე­რე! გა­ა­ჩე­რე! აი, გა­მოჩ­ნდება ახლა რეს­ტო­რა­ნი და გა­ვა­ჩე­რებ-მეთ­ქი! მი­ვუახლოვ­დი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იმ ად­გილს და: აწი, თუ გინ­და, ნუ გა­ა­ჩე­რებო!“

მი­სი ერთ-ერ­თი გა­ტა­ცება ფო­ტოგ­რა­ფიაა. ად­რე ძვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ჰქონ­და, ახლა - მობილუ­რით იღებს, რო­მელ­შიც ყვე­ლა იმ ად­გი­ლის ამ­სახვე­ლი ფო­ტო აქვს, სა­დაც ნამყოფია. იღებს ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებს, წმინ­და ად­გი­ლებს, გა­მოქ­ვაბულებს, ჩამ­წკრი­ვებულ თუ ხალხით სავ­სე მან­ქა­ნებს და ხალხს... ხალხს მან­ქა­ნა­ში, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის სახურავ­ზე, საბარ­გულ­ში, წყალ­ში...

„სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, იმ პე­რი­ო­დი­დან ვი­ღებ შავ-თეთრ ფო­ტოებს. ღა­მე ჩა­ვი­კე­ტებოდი ოთახში და ვბეჭ­დავ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი შავ-თეთ­რი სუ­რა­თი მქონ­და, ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ა­ნებს ვუ­ღებდი, ოჯახის წევ­რებს...“

ყვე­ლა­ზე მე­ტად გუ­ლი იმა­ზე სწყდება, რომ უშ­გულ­სა და შა­ტილ­ში არ არის ნამყოფი. რამ­დენჯერ­მე და­ა­პი­რა კი­დეც წას­ვლა, მაგ­რამ ხელი ისევ ამინ­დმა შე­უ­შა­ლა.

ახლა არც სამ­გზავ­რო ამინ­დებია და არც ისე­თი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლები, - საახალ­წლო­დაც ხალხს შინ ურ­ჩევ­ნია ყოფ­ნა. თუმ­ცა 27 დე­კემბერს ნი­ნოობაა და იმედს იტო­ვებს, რომ მრევ­ლთან ერ­თად ბოდბეში წა­ვა.ციხე-ტაძრები

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია