დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დაინახე ჩემში ადამიანი“
2009/12/15 15:50:23

დღეს დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა. ფილმის ჩვენება ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისში გაიმართება, რის შემდეგაც მოეწყობა დისკუსია. ფილმის ჩვენება-დისკუსიაზე მოწვეულები არიან ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და მედიკოსები. ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე თავად ისაუბრებენ. ფილმი „დაინახე ჩემში ადამიანი“ სტუდია „მონიტორის“ მიერ არის გადაღებული და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მდგომარეობას ასახავს.

მოგვიანებით გალერეაში გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას ქუთაისის ივანე სხირტლაძის სახელობის სარაიონთაშორისო ფსოქონევროლოგიური დისპანსერის და აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ნახატების გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება.

ღონისძიების ინიციატორები არიან: ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“,  ქუთაისის ფსოქონევროლოგიური დისპანსერი და სახალხო დამცველის ოფისი.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიების მიზანია ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია