დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ადგენს პრიორიტეტებს სოფლებში?
2013/04/10 12:03:31

სოფლების დახმარების პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების გამოვლენაში მოსახლეობის  ჩართულობა კვლავ ნაკლებია

სოფლების დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხებით  მიმდინარე წელს ის პრობლემა უნდა მოგვარდეს, რაც ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობას პრიორიტეტულად მიაჩნია.  ამისათვის ყოველ სოფელში თვითმმართველობების წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, რის შემდეგაც ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ, რისი მოგვარებაა სასიცოცხლოდ აუცილებელი მათი სოფლისვის. გასული წლების მსგავსად, მიზეზთა გამო, სოფლის დახმარების პროგრამაში მოსახლეობა კვლავ  ნაკლებადაა ჩართული.

რა პრიორიტეტები გამოიკვეთა თერჯოლოს რაიონის სოფლებში და  რატომ არ მიიღეს ადგილობრივებმა ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობა, ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტეის გამგებელი მიშა კვატაია პასუხობს.

„ჩვენს სოფლებში სხვადასხვა პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორის: გზების რეაბილიტაცია, გარე განათების გაკეთება, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება (ჭალისთავის წყალსაცავის გაკეთებით), რისთვისაც რეგიონული განვითარების სამინისტრომ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა გამოყო. ორ სოფელს მოეხსნება წყლის პრობლემა, მაგრამ ეს იმდენად რთული საკითხია, რომ ამის მოგვარებას რამდენიე წელი დასჭირდება. მოეწყობა მოსაცდელები. ასევე გაკეთდება ცხაურები,  სასაფლაოები შემოიღობება და ხიდ-ბოგირებს გავაკეთებთ. მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, მაგრამ რამდენიმე საკითხი დასაზუსტებელია, რის შემდეგაც გვექნება ზუსტი მონაცემები არჩეული პრიორიტეტების და საჭირო თანხების შესახებ.

ყველა სოფელში მოხდა ადგილობრივებთან შეხვედრა, წინასწარ გამოიკრა განცხადებები თალსაჩინო ადგილებზე იმის შესახებ, თუ რა რიცხვში იყო მოსახლეობასთან შეხვედრა დაგეგმილი.  ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მოსვლა და საკითხის განხილვაში ჩართვა, მართალია 2000 ადამიანი ვერ მოვიდოდა, მაგრამ ყველა უბანს ჰყავს წარმომადგენელი და ისინი, ვისაც აინტერესებს სოფლის ავ-კარგი და ყოველთვის აქტიურობს ამ მხრივ, ესწრებოდა შეხვედრებს.“

რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გამოვკითხე, რათა გამერკვია, რა პრობლემა აქვს მათ სოფელს და წელს რა პრიორიტეტი გამოიკვეთა. ჩაწერილთაგან ყველამ კარგად იცოდა, რა პრობლემაც ჰქონდა  სოფელს, მაგრამ არავინ იცოდა სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პრიორიტეტის შესახებ. ყველა ადგილობრივმა გაკვირვება გამოთქვა, როდესაც გაიგო, რომ მათ სოფელში გამოკრული იყო განცხადება, რაც მოსახლეობას სოფლის მმართველობასთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ამცნობდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია