დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
1 აპრილიდან პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება
2013/03/31 10:56:22

2013  წლის  1 აპრილიდან  67  წლამდე  ასაკის  პენსიონერთა  პენსია  110 ლარიდან   125 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ  facebook-ზე თავის  ოფიციალურ  გვერდზე წერს.


როგორც გამოქვეყნებულ ინფორაციაშია ნათქვამი, მკვეთრად  გამოხატული  შშმ  პირთა           (I ჯგუფის ინვალიდები) პენსია 100 ლარიდან გაიზრდება 125 ლარამდე.  2013 წლის 1 ივლისიდან  სიღარიბის  ზღვარს  ქვემოთ  მყოფი  ოჯახებისთვის (57 ათას ქულამდე მყოფი) არსებული ოჯახის  პირველ  წევრზე  30 ლარის  ნაცვლად  გაიცემა  60  ლარი. ხოლო  ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი.

2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარმდე.  შშმ ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე;  მარჩენალდაკარგულების  და  პოლიტრეპრესირებულების პენსია კი  55 ლარიდან  100 ლარამდე გაიზრდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია