დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიაბერაშვილი დაკითხეს. მერაბიშვილი დაკითხვაზეა
2013/02/13 18:19:07

სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ქუთაისის საოლქო პროკურატურა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი დაკითხვა 3 საათ-ნახევარი მიმდინარეობდა. ჭიაბერიშვილის განცხადებით, მან პროკურატურის ყველა შეკითხვას უპასუხა „მოქალაქეთა დასაქმების აღრიცხვის პროგრამის“ საქმეზე.

„მინდა ასეთი განცხადება გავაკეთო, რომ ჩემთვის ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გამოძიება ბევრ პოლიტიკურ კითხვას აჩენს. ხელისუფლებას ვურჩევ, აბსურდული დაკითხვების ნაცვლად, დაასრულოს ჩვენს მიერ დაწყებული დასაქმების ბაზის გაკეთება და მოქალაქეების დასაქმება რეალურად დაიწყონ. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული გამოძიების ფარგლებში კიდევ არაერთხელ დამიბარონ პროკურატურაში,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა უკვე ერთი საათია, მიმდინარეობს. დაკითვაზე შესვლამდე მერაბიშვილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა.

„ დღეს მე თვითონ გამოვთქვი სურვილი, რომ სოციალური აგენტების ნაცვლად, მე გამოვცხადებულიყავი დაკითხვაზე. პროგრამა, რომლის საშუალებითაც 6000-მდე სამუშაოს მაძიებელი გამოიკითხა დასრულდა და ხალხი არჩევნების შემდეგ დასქმებას ელოდება, თუმცა ხელისუფლება მათზე არ ზრუნავს. ამის ნაცვლად, „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები ჩვენს მიერ მოწყობილ თბილ კაბინეტებში საკუთარ ოჯახის წევრებს ასაქმებენ,“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

დაკითხვების პარალელურად, კვლავ მიმდინარეობს ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია. აქციას, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად, პარტიის მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია