დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Google Motorola-ში მოსამსახურე პერსონალის 20%-ით შემცირებას გეგმავს
2012/08/13 14:13:53

კომპანია სამსახურიდან 4 000 თანამშრომელს დაითხოვს, რომლის მხოლოდ მესამედი იქნება  ამერიკის შეერთებული შტატების  მოქალაქე, დანარჩენი სამუშაო ადგილები კი საზღვარგარეთულ  ფილიალებში შემცირდება. Google ასევე გეგმავს შეკვეცოს კომპანიის წარმომადგენლობები უცხო ქვეყნებში. დღესდღეობით  Motorola Mobility-ის   94 ფილიალი აქვს საზღვარგარეთ.

ინფორმაცია მომავალი შემცირებების შესახებ დაადასტურა ამერიკულმა Bloomberg-ის  საინფორმაციო სააგენტომ, რომელსაც ხელში ჩაუვარდა Motorola Mobility-ის   ელექტრონული წერილი, სადაც, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ კომპანია, რთული პერიოდის გადასატანად, აუცილებლად დაეხმარება დათხოვნილ თანამშრომლებს მსხვილი კომპენსაციით.

აღსანიშნავია, რომ  შემცირებები შეეხო არა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს, არამედ მმართველ რგოლსაც. Google-მა მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტების 40% სამსახურიდან დაითხოვა.

Google Inc -მა Motorola Mobility მიმდინარე წლის მაისში შეიძინა 12.5 მლრდ დოლარად, რაც მედიაგიგანტის ისტორიაში უმსხვილეს „შთანთქმად“ იქცა. ამჟამად, მობილური ტელეფონების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია გეგმავს კონცენტრირება მოახდინოს მობილური ტელეფონების მხოლოდ რამოდენიმე მოდელზე და შეწყვიტოს მასობრივი და იაფი მოწყობილობების წარმოება, რამაც კომპანიას ძალიან დიდი ზარალი მოუტანა. როგორც  Motorola Mobility-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ვუდსაიდმა  The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, კომპანია სმარტფონების ბაზრის პერსპექტივამ წაახალისა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ Google რაიმე წარმატებას მიაღწევს მობილური ტელეფონების კონკურენტულ და დაბალრენტაბელურ ბაზარზე.  „სმარტფონების სფეროში მოგების 90%-ი მოდის Apple-ზე და Samsung-ზე, ყველა დანარჩენი კომპანია კი იძულებულია ნამცეცებით დაკმაყოფილდეს“ - განაცხადა  Microsoft-ის ყოფილმა მენეჯერმა ჩარლი კინდელმა, რომელიც დღესდღეობით ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ეს სურათი  შეიცვალოს.

 

მომზადებულია საიტის www.bfm.ru ინფორმაციის მიხედვით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია