დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართელობა ტურიზმის ხელშემწყობ გზებს ეძებს
2012/06/29 20:37:34

ევროკავშირის ახალი რეგიონული პროგრამის ფარგლებში, იტალიელ და მოლდოველ პარტნიორებთან ერთად, ქუთაისის მერია ახორციელბდა პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ქუთაისში ტურიზმის ხელშეწყობის გზით მდგრადი ურბანული განვითარების მიღწევას. პროექტს ახორციელებდნენ იტალიის ვენეციის პროვინციის მთავრობა, როგორც ევროპაში ტურიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმართველი სახელისუფლებო ორგანო.

„ქართულმა მხარემ მოამზადა რამდენიმე ტურისტული შინაარსის ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი ჟურნალები, ასევე მომზადდა  ქუთაისისთვის უპრენცენდენტო - პირველი ტურისტული ფილმი, რომელიც 33 წუთინია. გამოიცა გზამკვლევი, რომელსაც ახლავს იმერეთისა და ქუთაისის რუკები, განკუთვნილია ტურისტებისათვის. დღევანდელი დღე კი არის დასკვნითი შეხვედრა, როდესაც ჩვენ ვაბარებთ ანგარიშს ევროკომისიის წარმომადგენლებს, ვაბარებთ ანგარიშს პარტნიორ ორგანიზაციებს და გვაქვს იმედი, აღნიშნული პროეტი გაგრძელდება  სხვა ახალი პროექტების სახით,“ - აცხადებს ქუთაისი მერიის აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია