დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც გამოითქვა ჯეიმს აპატურაის მხრიდან
ავტორი:
2014/ივლისი/09 17:00:02
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც გამოითქვა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხერთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის მხრიდან საქართველოში შეხვედრების დროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს გზავნილი არის - ნატო-ს უფრო მეტი ყოფნა საქართველოში და საქართველოს უფრო მეტად ყოფნა ნატო-ში.
"თუ რა სახე და რა ფორმა ექნება ამას, ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ის, რაც უნდა ჩაიწეროს ნატო-ს საბოლოო გადაწყვეტილებაში, ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის პროგრესის ასახვა. დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოხმარდეს იმას, რომ გაკეთდეს ჩანაწერი - საქართველო კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას. ამაზე უნდა შეთანხმდეს ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო", – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გარდა ამისა, უნდა აისახოს ის პროგრესი, რომელიც აღიარებულია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მიერ და აისახოს ის კონტრიბუცია, რომელიც განახორციელა საქართველომ ISAF-ის ოპერაციაში. კითხვაზე, ჩანაწერიდან წევრობამდე რა მანძილი დარჩება, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯეიმს აპატურაის განცხადება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ასეთი წარმომადგენლობა, როგორიც იგეგმება საქართველოში ნატო-ს მხრიდან, არ იქნება სხვა არც ერთ ასპირანტ სახელმწიფოში.
"ამდენად არ მინდა, რომ ან მოლოდინი გავუზარდო ან შეცდომაში შევიყვანო ჩვენი საზოგადოება, მაგრამ საქართველო დაწინაურდება ნატო-ს უელსის სამიტზე ასპირანტ ქვეყნებში ნატო-ს წევრობის გზაზე. შესაბამისად, ძალიან მალე შეიძლება ნებისმიერ დროს მივიღოთ გადაწყვეტილება ნატო-ს მხრიდან და ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება, კონსესუსი ნატო-ს შიგნით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია