დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო უწყება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ავტორი:
2014/ივნისი/04 20:30:02
ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს, თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩატარდა და მასში ქართული მხრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მონაწილეობდა. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის კრიზისი და საქართველოს მიერ რეფორმების გატარებაში მიღწეული პროგრესი.
ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, მოკავშირეები არ აღიარებენ როგორც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, ასევე მისი მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებას. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი.
"საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მას შემდეგ რაც ის შეასრულებს გაწევრიანებისთვის აუცილებელ პირობებს. დარწმუნებული ვარ, რომ უელსის სამიტზე მოკავშირეები სათანადოდ აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს", - განაცხადა რასმუსენმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია