დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" - ბლოკის წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები გახშირდა
ავტორი:
2014/მაისი/28 18:00:02
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" განცხადებით, ბოლო დროს ბლოკის წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები გახშირდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "არასაპარლამენტო ოპოზიციიდან" აცნობეს, ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, ბათუმში, მე-4 საარჩევნო ოლქში "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მაჟორიტარ კანდიდატს, გოჩა სამნიძეს რამდენიმე დღის წინ სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით ჩამოართვეს მანქანის მართვის უფლება 1 წლის ვადით და დააკისრეს ადმინისტრაციული ჯარიმა. აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსშია ადგილობრივი მედია და არასამთავრობოები. ჩიხრაძის ინფორმაციით, ზეწოლა გაგრძელდა სამნიძის ოჯახის წევრზე, კერძოდ ძმაზე – ნუგზარ სამნიძეზე, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მას აცნობეს, რომ ის დაბარებულია გენერალურ ინსპექციაში და სავარაუდოდ, მოუწევს სამსახურის დატოვება.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე უკვე მიმართეს უწყებათშორის კომისიას. "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებს, სასწრაფოდ აღკვეთილ იქნას მსგავსი ზეწოლის ფაქტები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია