დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ წნისის რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
ავტორი:
2014/მაისი/24 19:00:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალციხის რაიონის სოფელ წნისში რძის გადამამუშავებელი და პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო დაათვალიერა, რომელიც იაფი აგროკედიტის მეშვეობით გაფართოვდა.
ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის გეგმებზე ინფორმაცია კომპანიის მმართველმა დირექტორმა ნინო ზამბახიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ მიაწოდეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ფერმის მუშაობის პროცესს გაეცნო და დასაქმებულებსაც გაესაუბრა. როგორც კომპანიის მმართველმა დირექტორმა პრემიერს განუმარტა, ზამთრში რძის არარსებობის გამო საწარმო ყოველწლიურად 4 თვის განმავლობაში ჩერდებოდა და იაფი სესხის გარეშე ორგანიზაციის ოპერირების საკითხი კითხვის ქვეშ დადგებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი მაგალითები არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სწორი ხელშეწყობის პირობებში ვითარდება როგორც არსებული მეურნეობები, ასევე დამწყები ბიზნესიც.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, იაფი აგროკრედიტების მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარების სტიმულირებაა და სახელმწიფო მუდმივად განაგრძობს ზრუნვას ფერმერთა შესაძლებლობების ზრდაზე.
პრემიერის განმარტებით, სწორედ მცირე და საშუალო აგრომეურნეობები უზრუნველყოფს სოფლის მოსახლეობის ეფექტურ დასაქმებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ არსებული აგროპროგრამები გაგრძელდება და დაიხვეწება, რადგან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია