დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დედოფლისწყაროს წინასაარჩევნო გამოკითხვებში "არასაპარლამენტო ოპოზიციის" კანდიდატი არ შეიყვანეს
ავტორი:
2014/მაისი/19 22:30:02
პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამილა გურაშვილის განცხადებით, მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ხელოვნურად იბლოკება.
მისი თქმით, ქართული ოცნების კოორდინატორები სოფლებში ატარებენ გამოკითხვას, სადაც მაჟორიტართა ჩამონათვალში მხოლოდ "ქართული ოცნების", "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია მითითებული, ხოლო "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მიერ წარდგენილი კანდიდატი სიიდან არის ამოღებული.
თამილა გურაშვილი ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"დედოფლისწყაროს კოალიცია "ოცნების" თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილის მითითებით ოცნების კოორდინატორები სოფელ გამარჯვებაში საარჩევნო ბლოკის "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)" -ის კანდიდატის შოთა ჭინჭარაულის დისკრედიტაციას ეწევა.
შოთა ჭინჭრაული, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან მოდის და სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, აცხადებს, რომ "ოცნების" კოორდინატორები სოფელში ატარებენ გამოკითხვას. კითხვარში მხოლოდ სამი კანდიდატია მითითებული, "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის".
კულუარულად გამოჟონა ინფორმაციამ, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორები და თავმჯდომარე, რომელიც ასევე სოფელ გამარჯვებიდანაა, უკეთებენ პიარს ბურჯანაძის კადრს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მინდა მივმართო დედოფლისწყაროს რაიონის კოალიცია "ოცნების" თავმჯდომარეს კითხვით: რა ნიშნის მიხედვით და შერჩევით მოახდინა კანდიდატების შერჩევა და ჩვენი კანდიდატის გამორიცხვა ამ სიიდან, როცა ჩვენი კანდიდატი სოფელში სარგებლობს დიდი ავტორიტეტით? მით უმეტეს, რომ ჩვენი პარტიის კანდიდატები ოცნების კანდიდატებზე ადრე დარეგისტირირდა საოლქოში. მიზეზი არ შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ არ ვიყავით დარეგისტრირებული, როგორც სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა ჯავახიშვილმა.
რა თქმა უნდა, პარტიას აქვს უფლება ჩაატაროს კვლევა, მაგრამ არა სხვა კანდიდატის სიიდან გამორიცხვის წესით. მიგვაჩნია, რომ შეგნებულად ხდება ჩვენი კანდიდატის დისკრიმინაცია და სოფელში ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ვითომ ის არ მონაწილეობს არჩევნებში. მოვუწოდებ კოალიცია "ოცნების" შტაბს, იმოქმედონ ცივილიზებულად და დემოკრატიულად და არა ველური პრინციპით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ ადეკვატურად, რაც მოიტანს არასახარბიელო შდეგებს", - ნათქვამია თამილა გურაშვილის განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია