დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე თბილისში ხვალ საერთაშორისო სემინარს გახსნის
ავტორი:
2014/მაისი/01 11:00:02
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ხვალ, თემაზე "სცენარები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის" სემინარი გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ამ ღონისძიების თბილისში გამართვის იდეა, მინისტრ მაია ფანჯიკიძისა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორის ფილიპ როსლერის ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე წარმოიშვა. სემინარის თანაორგანიზატორია საქართველოს ინვესტიციების ეროვნული სააგენტო.
ღონისძიებას დაესწრება სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი სამთავრობო, სამეცნიერო და ბიზნეს წრეებიდან.
სემინარის მიზანს წარმოადგენს იმ ახალი იდეების აღმოჩენა, რომლებმაც, შესაძლოა, ევრაზიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზსა და პროგნოზირებას შეუწყოს ხელი. მონაწილენი ასევე იმსჯელებენ გლობალური ეკონომიკური ფაქტორების ევრაზიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე შესაძლო გავლენის საკითხზე.
სემინარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახსნის. იგი აუდიტორიას გააცნობს ქართული მხარის ხედვას რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებმაც რეგიონში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხონ. სემინარის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია