დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სლავიანსკში სეპარატისტებს მძევლად 40 ადამიანი ჰყავთ აყვანილი
ავტორი:
2014/აპრილი/28 16:30:02
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტებს მძევლად 40 ადამიანი ჰყავთ აყვანილი. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა მარინა ოსტაპენკომ განაცხადა.
ამასთან, მძევალთა შორის უშიშროების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა გარდა, ჟურნალისტები და ეუთო-ს ინსპექტორები არიან.
მარინა ოსტაპენკოს განცახადებით, უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს მძევალთა გასათავისუფლებლად. მან ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ რეგიონში აქტიურობისგან, ვინაიდან მაღალია მათი მძევლად აყვანის რისკი.
სლავიანსკში გუშინ სეპარატისტებმა ეუთო-ს ერთ-ერთი დამკვირვებელი, შვედი ტომას იუჰანსონი გაათავისუფლეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია