დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
2013 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიის სახით თანამშრომლებზე 1 796 333 ლარი გაიცა
ავტორი:
2014/აპრილი/25 20:00:02
2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიის სახით თანამშრომლებზე 1 796 333 ლარი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 17 სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა. როგორც IDFI აღნიშნავს, ადმინისტრაციამ ინსტიტუტის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიის სახით თანამშრომლებზე 1 796 333 ლარი გაიცა. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი მოცულობის პრემიები (294 310 ლარი) თანამშრომლებზე გაიცა აგვისტოში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაცემული პრემიებიდან 634 587 ლარი მიიღეს თანამდებობის პირებმა. ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით 2013 წელს მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე ირაკლი ნადირაძემ – 56 050 ლარი. ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის მიღებული პრემიის ოდენობა კი 49 560 ლარია.
IDFI-ის ინფორმაციით, თანამდებობის პირებზე პრემიების გაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.
რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 1 340 132 ლარი. 2013 წელს აღნიშნული თანხიდან კონკრეტული მომსახურების თუ ნივთის შეძენისთვის ყველაზე დიდი თანხების გამოყოფა განხორციელდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ყველაზე დიდი თანხა ერთჯერადად გადახდილია 2013 წლის 22 იანვარს სუვენირების შეძენაზე – 88 870 ლარი. როგორც მიღებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, 88 870 ლარის ხელშეკრულება გაფორმებულია შპს "იპჰონე +" – თან და სუვენირის სახით შესყიდულია 100 ცალი Iპოდ თოუცჰ, ღირებულებით 42 500 ლარი, 40 ცალი Iპჰონე 4ს, ღირებულებით 45 960 ლარი და სხვა ტექნიკა.
ადმინისტრაციის მიერ გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ერთჯერადად გადახდილ ყველაზე დიდ თანხებს შორის არის აგრეთვე სატრანსპორტო მომსახურების და მგზავრობის ხარჯი – 24 836 ლარი. პრეზიდენტის ტელეეთერით მომსახურება – 20 000 ლარი, ღონისძიებისთვის სასმელის შესყიდვა – 14 043 ლარი.
რაც შეეხება როუმინგის ხარჯებს, 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ეგრეთ წოდებულმა როუმინგის ხარჯებმა შეადგინა 136 556 ლარი. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა ათვისებულია საგარეო ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზურაბ დარჩიაშვილის მიერ – 50 177 ლარი. ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის როუმინგის ხარჯებმა შეადგინა -20 334 ლარი, ხოლო მისი პირველი მოადგილის ირაკლი ნადირაძის ხარჯი შეადგენს 20 295 ლარს.
დოკუმენტაციის მიხედვით, ადმინისტრაციის ბალანსზე იმყოფება 56 ავტომობილი, რომელთა საწყისი საერთო საბალანსო ღირებულება შეადგენს 3 389 565 ლარს, ხოლო დღეისთვის მათი ნარჩენი ღირებულება შეადგენს 2 146 842 ლარს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს, დეკემბრის თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ერთჯერადად გაწეულ ყველაზე ძვირადღირებულ წარმომადგენლობით ხარჯს წარმოადგენს საჩუქრად გადასაცემი ტკბილეულის შეძენა, რაშიც 6 881 ლარი დაიხარჯა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმომადგენლობით ხარჯს ასევე შეადგენდა – 4461 ლარი წვეულებისა და ღონისძიების ხარჯი. როგორც ირკვევა, აღნიშნული ღონისძიება გაიმართა რესტორან "კოპალაში".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია