დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ხუდონი არის ჩვენი გასაკეთებელი
ავტორი:
2014/აპრილი/19 22:30:03
ხუდონი არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი შვილებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემა "შეხვედრები მწერალთა სახლში" სტუმრობისას განაცხადა.
"ხუდონი არის საკითხი, რომელმაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად, ენერგოუსაფრთხოების კუთხით, მაგრამ აქაც მე ვფიქრობ, რომ საჭირო იყო მეტი კომუნიკაცია ხალხთან, ადგილობრივებთან. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ამ ადამიანებს, ვისაც აქვთ განცდა, რომ იქ რაღაც დაზიანდება, რომ ეს უამრავ სარგებელს მოუტანს თითოეულ ადამიანს. წარმოიდგინეთ, რომ არ გვქონოდა ენგურჰესი? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხუდონი არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომ ზიანი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას ან გარემოს. რაღაც დაზიანდება ბუნებრივია, მაგრამ ყველაფერი საპირწონეა და რაღაცის გაფუჭებით ძალიან ბევრი კარგი რამ შეიქმნება. მე მესმის, რომ ძალიან მტკივნეულია, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა, ვიღაცას რომ ეთქვა - ახლა უნდა გადასახლდეო, მაგრამ იქ ძალიან დიდი ანაზღაურებაზეა საუბარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ჩვენ არა პირადი, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია