დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანდერს ფოგ რასმუსენი - კრემლი დროის უკან დაბრუნებას და ევროპის გახლეჩვას ცდილობს
ავტორი:
2014/აპრილი/07 11:00:02
"რატომ არის დემოკრატიის დასაცავად ინვესტირება უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე,", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Telegraph ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიას.
როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, უკრაინის კრიზისმა აჩვენა, რომ თავდაცვა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მისივე თქმით, ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს ინვესტირება საკუთარ შეიარაღებულ ძალებში.
"დღევანდელმა კრიზისმა გვიჩვენა, რომ თავდაცვა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ასე რომ, ყველა მოკავშირე ქვეყანამ უნდა მოახდინოს საჭირო რესურსების ინვესტირება თავდაცვაში. ეს ნიშნავს თანამედროვე აღჭურვილობას, ინტენსიურ წვრთნებს ჩვენი ჯარებისთვის და მჭიდრო თანამშრომლობას ნატო-ს მოკავშირეებსა და ჩვენს პარტნიორებს შორის. ვიცი, რამდენად რთულია ეს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაში, მაგრამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია ამას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის", - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.
ამასთან, როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების ნაკლებობა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე დღეს მასში ინვესტირება.
როგორც ანდერს ფოგ რასმუსენი წერს, ჩრდილოატლანტინკურ ალიანსში არავის სურს ცივი ომის დროში დაბრუნება.
"ნატო-ში არავის სურს ცივი ომის პერიოდში დაბრუნება, მაგრამ ვხედავთ, რომ კრემლი ცდილობს დროის უკან დაბრუნებას და ევროპის გახლეჩვას გავლენის ახალ სფეროებად. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები, რაზეც ახალი და უკეთესი ევროპა ავაგეთ", - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია