დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა ბენდუქიძე - წინა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციისთვის ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდა
ავტორი:
2014/მარტი/19 01:00:02
წინა მთავრობამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკში რეზიდენციისთვის გარკვეული ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდა.
ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
როგორც ბენდუქიძემ აღნიშნა, ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ფართობში ივანიშვილმა მხოლოდ 100 ლარზე მეტი გადაიხადა.
"ვილაპარაკოთ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე. ის მიწა, რომელზეც დგას რეზიდენცია და რომელიც იჯარით აქვს აღებული, ამ მიწის ნაწილი, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი, მაშინ მთავრობის წევრი ვიყავი, იყო ნაყიდი პირდაპირი მიყიდვის წესით მთავრობისგან, ნორმატიულ ფასში, რომელიც იყო ას რაღაცა ლარი კვადრატული მეტრი, თუ არ ვცდები. ის მიწა ის ფასი არ ღირს, ჩემი აზრით მეტი ღირს", - აღნიშნა ბენდუქიძემ.
მისივე განმარტებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ საუბარი იყო მსხვილ ინვესტორზე და აუქციონის ჩატარება კონსტრუქციული არ იქნებოდა.
ამასთან, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პროკურატურაში დაკითხვის დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროკურორების კითხვები მხოლოდ ნაწილობრივ ეხებოდა პრივატიზაციის პროცესს, რომელზეც ვითომ არის გამოძიება. ბენდუქიძე დაინტერესდა, გაფლანგული იყო თუ არა სახელმწიფო ქონება, რა შეხება აქვს ამ საკითხს იმასთან, რა სასწავლო პროცესები ხორციელდება აგრარულ უნივერსიტეტში.
როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი საქართველოში არ ღირს არაფერი. მთავრობა რაღაც ქონებას ყიდის ან აუქციონზე ან სპეციალური პირობებით, მაგალითად 1 ლარად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია