დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქდმ-მ და ნინო ბურჯანაძის პარტიამ შესაძლოა, კოალიცია შექმნან
ავტორი:
2014/მარტი/15 15:00:03
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ახვლედიანი შეასრულებს, - ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ქდმ-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება გაახმაურა.
მისივე თქმით, გიორგი ახვლედიანი და გუნდი საქმიანობას აგრძელებს.
როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის. ასევე მიმდინარეობს ფართო კონსულტაციები და მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა თარგამაძის თქმით, აღნიშნულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ ინფორმირებულია.
"მე მხარს ვუჭერ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაციების პოლიტიკური, ადამიანური, თუნდაც ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. მოხდეს მათი კონსოლიდირება საიმისოდ, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ძლიერი მეორე და არა მესამე არჩევანი", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
კითხვაზე - შესაძლოა თუ არა "ქრისტიან-დემოკრატები" ნინო ბურჯანაძის პარტიასთან კოალიციაში ვიხილოთ, გიორგი თარგამაძემ უპასუხა-
"რატომაც არა". მისივე თქმით, საზოგადოებრივი მოლოდინი ძლიერი, მეორე ალტერნატიული არჩევანის ჩამოყალიბებაა და მასში როგორც "ქრისტიან-დემოკრატები" ასევე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტია და სხვა პარტიები მოიაზრებიან. "ეს ნორმალური და მოსალოდნელია", - აღნიშნა თარგამაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია