დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - უკრაინის მოვლენები არის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელება
ავტორი:
2014/მარტი/09 18:30:02
უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის გაგრძელება იმ საოკუპაციო პოლიტიკის, რასაც რუსეთი ახორციელებდა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში განაგრძო ამ საოკუპაციო პოლიტიკის განხორციელება. "უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის გაგრძელება იმ საოკუპაციო პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებდა 2008 წლამდე, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებით. მან უკრაინაში განაგრძო ამ პოლიტიკის განხორციელება. რასაც ვხედავთ, სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას, თუ არა სამხედრო ოკუპაცია სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის ნაბიჯებს შედეგი არ ექნება, მაშინ საფრახე დაემუქრება არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის სტაბილურობას.
"საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ქმედება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მათი ნაბიჯების უშედეგობის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინას, არა მხოლოდ საქართველოს და შავი ზღვის რეგიონს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წესრიგს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია