დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იუსტიციის სამინისტროს მთავარ გვერდზე ღია მმართველობა საქართველოს ბანერი განთავსდა 
ავტორი:
2014/თებერვალი/28 03:00:08
ღია მმართველობა საქართველო საზოგადოების ინფორმირებას მიმდინარე პროცესების შესახებ ონლაინკონსულტაციის ფორმით იწყებს. იუსტიციის სამინისტროს მთავარ გვერდზე ღია მმართველობა საქართველოს ბანერი განთავსდა ღია მმართველობისა და საქართველოს 2012-2013 წლების, ასევე, მეორე − 2014-2015 წლების, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და განთავსებულია ღია მმართველობის ფორუმთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია. ვებგვერდზე ამოქმედდა საკონტაქტო გრაფა, რომლის დახმარებითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, ღია მმართველობა საქართველოს ელექტრონულ ფოსტაზე − ogpgeorgia@justice.gov.ge − გამოგზავნოს საკუთარი მოსაზრებები და იდეები, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მთავრობა კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდეს საზოგადოების წინაშე. მოქალაქეთა მოსაზრებები მხედველობაში მიიღება ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, გეგმის პირველადი პროექტი კი ფართო საზოგადოების წინაშე სადისკუსიოდ მარტის ბოლომდე გამოქვეყნდება.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია