დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, ბარაკ ობამას შეხვდეს
ავტორი:
2014/თებერვალი/20 11:30:02
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც შეხვდეს.
ამის შესახებ მთავრობის სხდომიდან გამოსულმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"დეტალები არ ვიცი, თუმცა შესაძლოა პრეზიდენტთანაც იყოს შეხვედრა. რაც შეეხება ამერიკას, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის შეხვედრები უფრო განამტკიცებს ურთიერთობებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
22 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით საქართველოს დელეგაცია პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამართავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია