დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გზების დეპარტამენტი "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს
ავტორი:
2014/თებერვალი/05 16:30:02
საავტომობილო გზების დეპარტამენტი დეპარტამენტში გამოცხადებულ ტენდერებში ვინმეს მიერ ზემოქმედების შესაძლებლობას გამორიცხავს.
გზების დეპარტამენტი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საგზაო კომპანია "სერპანტინს" ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების დიდი რაოდენობა აქვს მოგებული.
"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და კატეგორიულად გამორიცხავს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოცხადებულ ტენდერებში ვინმეს მიერ ზემოქმედების შესაძლებლობას.
სიცრუეა, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, თითქოს, საგზაო კომპანია "სერპანტინს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების დიდი რაოდენობა აქვს მოგებული, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოიპოვოს ან გადაამოწმოს ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების ნუსხაში და ნახოს, რომ კომპანია "სერპანტინმა" 2013 წელს გაიმარჯვა 4 ტენდერში და მხოლოდ თავისი საქმიანობის არეალში - კახეთის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიამ 2013 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში უარყოფითი შედეგი მიიღო, ხოლო სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე ორი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოცხადებულ 4 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.
რაც შეეხება განცხადებას, რომლის თანახმად, იოსებ ქადაგიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ახლო ნათესავია, ამ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი გამიზნულად აგორებულ ჭორს უწოდებს.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ თამაზაშვილთან და მის ოჯახთან არ გამაჩნია, რისი გადამოწმებაც "ნაციონალურ მოძრაობას" არ გაუჭირდებოდა. მათი განცხადება არის სიცრუე და ცილისწამება. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა დედისერთაა და ვერავის მამიდაშვილი ვერ ვიქნები. მე უკვე ვესაუბრე ჩემს ადვოკატს, რომელიც სარჩელს ამზადებს და "ნაციონალური მოძრაობის" ავანტიურას და თავგასულობას სასამართლო გამოაშკარავებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობამ" დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის "მსხვილი კორუფციული სქემა" გამოაქვეყნა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ თავის კონტროლს ქვეშ მოაქციეს ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია.
"პრემიერის მეუღლის (თამაზაშვილის ქალიშვილის) ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ.
ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა" (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის 12.5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოცხადებული. გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებული არის რამდენიმე მილიონიანი ხელშეკრულებები.
კომპანია "სერპანტინის" 51% მფლობელი 65 წლის ქალბატონი თამარ ჯანყარაშვილი, შსს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს გენ. ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია