დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად დასახელდა
ავტორი:
2014/იანვარი/24 17:00:03
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ინფორმაციას Freedom House-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად დასახელდა და რეგიონში, მოლდოვას შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
"2013 წელს ევრაზიის რეგიონში საქართველო ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა გამჭვირვალე და ნაკლებად პოლარიზებული საარჩევნო გარემოთი და ოქტომბერში, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით. ამასთან, ჯერაც შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობისდროინდელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ განხორციელებული შერჩევითი დევნა. ბევრი ნიშანი მიუთითებს გასული წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე", - ნათქვამია Freedom House-ის მსოფლიოში თავისუფლების 2014 წლის ანგარიშში.
ამასთან, Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, რეგიონში რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი და უზბეკეთი არათავისუფალ ქვეყნებად დასახელდნენ, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი და ყირგიზეთი კი ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად.
2014 წლის მსოფლიოში თავისუფლების ანგარიშში სადავო ტერიტორიების რეიტინგში ასევე შეყვანილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, რომელიც არათავისუფლად, აფხაზეთი კი ნაწილობრივ თავისუფლად დასახელდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია