დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნდობის ჯგუფის" ახალი წესით ფორმირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება
ავტორი:
2014/იანვარი/13 16:00:04
საგაზაფხულო სესიის დასაწყისში პარლამენტი "ნდობის ჯგუფს" დააკომპლექტებს. ჯგუფის ფორმირება კი, ახალი წესით მოხდება. "ნდობის ჯგუფთან" და მისი ფორმირების წესში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ისაუბრა, რომელიც შესაბამისი კანონპროექტის ავტორია.
"ნდობის ჯგუფი" არის ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს საიდუმლო შესყიდვებს. შესაბამისად, ნდობის დელეგირება ყველა საპარლამენტო ჯგუფის მიერ ხდება, რათა პარლამენტის სრულ დეპუტაციას საკუთარი წარმომადგენლის, მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით საშუალება ჰქონდეს თვალყური ადევნოს საიდუმლო შესყიდვებს. ეს არის დემოკრატიული პრინციპი. ნდობით წარმოდგენილი პირი უნდა ჰყავდეს ყველა ჯგუფს და უმრავლესობას არ უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, უმცირესობის რომელი კანდიდატი მიიღოს და რომელი - არა", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, "ნდობის ჯგუფი" პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი სუბიექტი აღარ იქნება და აღნიშნულ ჯგუფში წარდგენილ კანდიდატებზე პერსონალური კენჭისყრები აღარ ჩატარდება. პროექტის თანახმად, "ნდობის ჯგუფის" შემადგებლობას პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.
"ნდობის ჯგუფის" ფორმირების წესის შეცვლის გადაწყვეტილება უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის ფაქტორს უკავშირდება. უმცირესობამ საკუთარი კვოტით პარლამენტს გივი თარგამაძის კანდიდატურა შესთავაზა. მმართველ გუნდს არ სურს "ნდობის ჯგუფში" მხარი თარგამაძეს დაუჭიროს და არც ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, რომ "ნდობის ჯგუფი" უმცირესობის წარმომადგენლის გარეშე შეიქმნას. თავის მხრივ, უმცირესობაც პრინციპულ პოზიციას იჭერს და უარს აცხადებს გივი თარგამაძის კანდიდატურის მათი რიგებიდან სხვა დეპუტატით შეცვლაზე.
სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ "ნდობის ჯგუფის" წევრები პარლამენტის დასამტკიცებელი აღარ იქნება და შესაბამისად, უმცირესობის მიერ თარგამაძის წარდგენაც ცნობად იქნება მიღებული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია