დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანიამ 2013 წელს ჩატარებული საქმიანობის შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/28 14:00:20
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს. კომიტეტის გასვლითი სხდომა გენერალურ შტაბში უკვე დასრულდა.
ირაკლი ალასანიამ დეპუტატებს 2013 წელს ჩატარებული საქმიანობისა და ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"დღეს ჩვენ ანგარიში ჩავაბარეთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გასვლით სხდომას ჩვენი ფინანსური ხარჯების, შესყიდვების შესახებ. პრაქტიკულად იყო საუბარი ყველა მიმართულებაზე, ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. დეპუტატებს აინტერესებდათ ამ ბიუჯეტში, რომლის გაზრდაც არ მოხდა, მომავალ წელს იქნება თუ არა შექმნილი ის შესაძლებლობები, რაც დაგეგმილი გვქონდა. ამაზე მათ გაეცათ პასუხები. აინტერესებდათ საანგარიშო წლის ხარჯები, როგორ მოხდა ეკონომია, რომელიც ჩვენ კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ ტენდერების პირობებში დავაგროვეთ და როგორ გადანაწილდა ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებაზე. მათ ჩვენგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია