დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ელენე ხოშტარია მამუკა ბახტაძეს - ბევრად უფრო გულწრფელი იქნებოდა გეთქვათ, რომ თქვენ არ მიგიღიათ წულუკიანის დატოვების გადაწყვეტილება
ავტორი:
2018/ივლისი/13 21:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/xoshtaria.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503436-elene-khoshtaria-mamuka-bakhtadzes-bevrad-ufro-gultsrfeli-iqneboda-gethqvath-rom-thqven-ar-migighiath-tsulukianis-datovebis-gadatsyvetileba.html", "headline": "ელენე ხოშტარია მამუკა ბახტაძეს - ბევრად უფრო გულწრფელი იქნებოდა გეთქვათ, რომ თქვენ არ მიგიღიათ წულუკ...", "datePublished": "2018-07-13 17:15:48", "dateModified": "2018-07-13 17:15:48", "description": "ბევრად უფრო გულწრფელი იქნებოდა გეთქვათ, რომ თქვენ არ მიგიღიათ წულუკიანის დატოვების გადაწყვეტილება, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/xoshtaria.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბევრად უფრო გულწრფელი იქნებოდა გეთქვათ, რომ თქვენ არ მიგიღიათ წულუკიანის დატოვების გადაწყვეტილება, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს. ხოშტარია დაინტერესდა მამუკა ბახტაძის შეფასებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების თაობაზე.

„ხორავას ქუჩის ტრაგედიამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ის პასუხები, რომელიც მიიღო საზოგადოებამ, არ აღმოჩნდა საკმარისი. „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ეს შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა საგამოძიებო კომისია, სადაც ჩვენ ველოდებით იმ შედგებს, რა შედეგებსაც დადებს ეს საგამოძიებო კომისია. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, არა მხოლოდ პრემიერი, ველოდები საგამოძიებო კომისიის შედეგებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე შეფასებით, გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ სწორი იყო. ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ასეთ შემთხვევაში, რატომ რჩება მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი, რომლის პოზიცია ფუნდამენტურად განსხვავდება ბახტაძის მოსაზრებისგან და რომელიც მიიჩნევს, რომ შოთაძე არათუ არ უნდა გადამდგარიყო, მას მადლობასაც უხდის.

„იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის პოზიცია ვიცი. მას აქვს ამის უფლება“, - განაცხადა ბახტაძემ.

„ბევრად უფრო გულწრფელი იქნებოდა გეთქვათ: მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება. აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც თქვენ სწორ პოზიციას ადასტურებთ, იაზრებთ შეცდომას, რომელიც მოხდა და ამასთანავე წარადგენთ იუსტიციის მინისტრს, რომელიც არათუ არ იაზრებს, არამედ უტიფრად ეუბნება საზოგადოებას, რომ დიახაც, მადლობას გადაუხდის გენპროკურორს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია