დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - მე რაც სადღეგრძელოდ მიმაჩნია და თქვენ პატრიოტიზმად, იმაში დროს ნუ დახარჯავთ, მე მინდა მშრალი, საქმიანი საუბარი
ავტორი:
2018/ივლისი/13 20:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/bokeria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503430-giga-bokeria-mamuka-bakhtadzes-me-rac-sadghegrdzelod-mimachnia-da-thqven-patriotizmad-imashi-dros-nu-dakharjavth-me-minda-mshrali-saqmiani-saubari.html", "headline": "გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - მე რაც სადღეგრძელოდ მიმაჩნია და თქვენ პატრიოტიზმად, იმაში დროს ნუ დახ...", "datePublished": "2018-07-13 16:44:55", "dateModified": "2018-07-13 16:44:55", "description": "ბატონო მამუკა, მე რაც სადღეგრძელოდ მიმაჩნია და თქვენ პატრიოტიზმად, იმაში დროს ნუ დახარჯავთ, - ამ სიტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/bokeria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბატონო მამუკა, მე რაც სადღეგრძელოდ მიმაჩნია და თქვენ პატრიოტიზმად, იმაში დროს ნუ დახარჯავთ, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს. ბოკერია დაინტერესდა, იცოდა თუ არა პრემიერმა იმის შესახებ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი ადამიანები იქნებოდნენ.

“ბატონო მამუკა, ეს კონცეპტუალური მიდგომა გქონდათ, რომ სიაში შეიყვანეთ ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილები იყვნენ. წინასწარ იცოდით, რომ გარდაცვლილები იყვნენ?! როცა ბრიფინგს ამზადებდით, წინასწარ მოგახსენეს, რომ ბატონო მამუკა, ასეთი დილემის წინაშე ვართ, აქ არის ხალხი, რომლებზეც არის ცნობა, რომ გარდაცვლილები არიან, მაგრამ მაინც შევიყვანეთ სიაში?! მე რაც სადღეგრძელოდ მიმაჩნია და თქვენ პატრიოტიზმად, იმაში დროს ნუ დახარჯავთ, მე მინდა მშრალი, საქმიანი საუბარი. იცოდით თუ არა, მითხარით - კი ან არა“, - მიმართა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რასაც მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ “პატრიოტიზმად მიაჩნია ის, რაც მიაჩნია“.

ბახტაძის თქმით, მას სამართალდამცველებმა უთხრეს, თუ რა სტანდარტით იხელმძღვანელეს. “ანუ, ის, რომ თუნდაც არსებობდეს მინიმალური რისკი, რომ ეს ხალხი ცოცხალია დღეს, ისინი აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ სიაში“, - უპასუხა ბახტაძემ ბოკერიას.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პრემიერი გააკრიტიკა იმის გამო, რომ თუკი ასე იყო გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ ეს საზოგადოებას უნდა სცოდნოდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სია გამოქვეყნდა და ამის შემდეგ მოხდა გარკვეული საკითხების განმარტება. “ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი ინფორმაციით გარდაცვლილი ადამიანები შემდეგ აღმოჩნდნენ ცოცხლები. სწორედ ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, იმისთვის, რომ არანაირი შანსი არ დარჩენილიყო რისკისა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რამდენიმე ადამიანია, რომელიც გარდაცვლილია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია