დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - მთავარი სადარდებელი სტრუქტურული ცვლილებების დროს არის ის, რომ ფუნქციების გადანაწილებისას რომელიმე ფუნქცია არ დაიკარგოს
ავტორი:
2018/ივლისი/03 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/fofxadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501595-gedevan-fofkhadze-mthavari-sadardebeli-struqturuli-cvlilebebis-dros-aris-is-rom-funqciebis-gadanatsilebisas-romelime-funqcia-ar-daikargos.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - მთავარი სადარდებელი სტრუქტურული ცვლილებების დროს არის ის, რომ ფუნქციების გადანაწილ...", "datePublished": "2018-07-03 10:46:26", "dateModified": "2018-07-03 10:46:26", "description": "მთავარი სადარდებელი სტრუქტურული ცვლილებების დროს არის, რომ ფუნქციების გადანაწილების დროს, რომელიმე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/fofxadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავარი სადარდებელი სტრუქტურული ცვლილებების დროს არის, რომ ფუნქციების გადანაწილების დროს, რომელიმე ფუნქცია არ დაიკარგოს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. სხდომაზე სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ასევე მისასალმებელი იქნება თუ დევნილთა სამინისტროს გარკვეული ფუნქციები აფხაზეთის მთავრობას გადაეცემა.

„მივესალმები წარმოდგენილ ცვლილებებს. არის ერთი მთავარი სადარდებელი, რომ ფუნქციების გადანაწილების დროს, რომელიმე ფუნქცია არ დაიკარგოს და რამესთან მიმართებაში არ დავკარგოთ ეფექტურობა. ერთ კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი, რაც ეხება დევნილთა სამინისტროს და ჩემთვის სადარდებელი ეს არის ინიციატივა, რომელიც დევნილთა სამინისტრომ გააჟღერა, რაც შეეხება დევნილთა ქონების რეგისტრაციის საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გადანაწილებაში რამდენად არის პოლიტიკური ინიციატივები ასახული და სტრუქტურა თუ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ესა თუ ის დეპარტამენტი, რომელიც სხვა სამინისტროში წავა, ამ იდეას დაიცავს და შეძლებს ამ იდეის პოლიტიკურ რეალიზაციას. აფხაზეთის მთავრობასთან მიმართებაში თუ არის შესაძლებელი გარკვეული ფუნქციების გადანაწილება, კარგი იქნებოდა, ეს არის მათი პირდაპირი სივრცე. ამ ფუნქციების გადანაწილების დროს არ იქნებოდა ურიგო თუ მათაც მივცემდით საშუალებას აეღოთ ისეთი ვალდებულება, რომელიც დევნილთა სამინისტროს ჰქონდა. შესაძლოა, უფრო ეფექტურადაც მოხდეს ამ კონკრეტული მიმართულების განხორციელება“, - განაცხადა ფოფხაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია