დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივის ფარგლებში, საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებულ 15 ქვეყანას შორის იქნება
ავტორი:
2018/მაისი/21 12:00:02
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494198-adamianis-uflebatha-dacvis-sakithkhebshi-evrokavshiris-specialuri-tsarmomadgenlis-iniciativis-farglebshi-saqarthvelo-adamianis-uflebebis-sferoshi-samagalitho-da-tsarmatebul-15-qveyanas-shoris-iqneba.html", "headline": "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივის ფარგლებში, ს...", "datePublished": "2018-05-21 07:48:20", "dateModified": "2018-05-21 07:48:20", "description": "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივის Good Human Rights Stories (GHRS) ფარგლებში, საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებულ 15 ქვეყანას შორის იქნება.

როგორც დღეს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სახალხო დამცველის აპარატის მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, სტავროს ლამბრინიდისმა წარმოადგინა ინიციატივა Good Human Rights Stories (GHRS), რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას. მომზადდა ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნისგან შემდგარი სია, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის კარგი სისტემა დამკვიდრდა.

„ამ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სია იქნა შედგენილი, რომლებიც ადამიანის უფლებათა სფეროში სამაგალითო და წარმატებული არიან. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და იმავდროულად ეს არის ევროკავშირის მხრიდან ჩვენი რეფორმების და წარმატების აღიარება ადამიანის უფლებების კუთხით. 2012 წლის შემდეგ ჩვენ თვისობრივი ცვლილებები გვაქვს ადამიანის უფლებების მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დოროტა დლოუჩი-სულიგამ აღნიშნა, მოხარულები არიან, რომ საქართველოს მთავრობამ გამოთქვა სურვილი და მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ინიციატივაში, რომელიც ითვალისწინებს წარმატებული მაგალითების გაზიარებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

„ეს იმდენად სენსიტიური სფეროა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც გააჩნიათ გამოწვევები, რომელთა დასაძლევად ვიბრძვით. საქართველოში, მიუხედავად წარმატებებისა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, კვალვაც არსებობს გამოწვევები უმცირესობების უფლებების, გენდერული თანასწორობის კუთხით. უნდა აღინიშნოს საქართველოს წარმატება პენიტენციურ სფეროში“, - განაცხადა დოროტა დლოუჩი-სულიგამ.

ცნობისთვის, GHRS-ის საფუძველზე იგეგმება არაფორმალური რეგიონთაშორისი ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარება. საქართველოსთან ერთად, რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მოწვეულნი არიან: არგენტინა, ახალი ზელანდია, ბურკინა-ფასო, გამბია, განა, ინდონეზია, კაბო-ვერდე, კორეის რესპუბლიკა, ნორვეგია, ურუგვაი და ჩილე.
ინიციატივისა და ჯგუფის ოფიციალური წარდგენა დაგეგმილია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების კვირეულის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, სექტემბერში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია