დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დონდუა - ძალის გამოუყენებლობაზე რუსეთმა ყველანაირად თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას
ავტორი:
2018/მარტი/28 19:30:01
../photo/2015_02/0-0OQT-2015/dondua2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485555-davith-dondua-dzalis-gamouyeneblobaze-rusethma-yvelanairad-thavi-aarida-konstruqciul-msjelobas.html", "headline": "დავით დონდუა - ძალის გამოუყენებლობაზე რუსეთმა ყველანაირად თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას", "datePublished": "2018-03-28 15:37:02", "dateModified": "2018-03-28 15:37:02", "description": "ძალის არგამოყენების თაობაზე, რუსეთმა ყველანაირად თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას და ეს გააკეთა იმ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/dondua2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალის არგამოყენების თაობაზე, რუსეთმა ყველანაირად თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას და ეს გააკეთა იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც დამყარებულია ჟენევის მოლაპარაკებები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, თუმცა, რუსეთი ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში ცდილობდა საკითხისთვის თავის არიდებას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ერთიან განცხადებასთან დაკავშირებით საგნობრივი განხილვა წარმოუდგენელი გახდა.

„ძალის არგამოყენების თაობაზე, რუსეთმა ყველანაირად თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას და ეს გააკეთა იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც დამყარებულია ჟენევის მოლაპარაკებები ანუ ცეცხის შეწყვეტის შესახებ ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 12 აგვისტოს და რომელიც მოხერხდა ევროკავშირის მედიატორობით.

ყოველივე ამის შემდეგ რთული იყო საგნობრივი მსჯელობა ერთიან განცხდებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ამ რაუნდზე წინ ვერაფრით წავიწიეთ“, - განაცხადა დავით დონდუამ.

ჟენევაში მეორე დღეა მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს საქართველოს, რუსეთის, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია