დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგი კაპანაძე - უნდა შემუშავდეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუციას არ ექნება ეფექტი
ავტორი:
2018/მარტი/07 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481805-sergi-kapanadze-unda-shemushavdes-ets-othkhozoria-tatunashvilis-sia-tsinaaghmdeg-shemthkhvevashi-rezolucias-ar-eqneba-efeqti.html", "headline": "სერგი კაპანაძე - უნდა შემუშავდეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუციას ...", "datePublished": "2018-03-07 08:39:14", "dateModified": "2018-03-07 08:39:14", "description": "„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, რეზოლუციის ფარგლებში, უნდა შემუშავდეს ე....", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, რეზოლუციის ფარგლებში, უნდა შემუშავდეს ე.წ. ოთხოზორია -ტატუნაშვილის სია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუცია ეფექტური ვერ იქნება.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მზაობის შემთხვევაში უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება ერთიანი, ძლიერი რეზოლუციის მიღება.
„გავაგრძელებთ კონსულტაციებს ერთიანი რეზოლუციის მიღების მიზნით. ჩვენი პოზიცია ცნობილია ყველასთვის და მთავარია, ამ რეზოლუციის ფარგლებში მოხდეს კონკრეტული სიის შემუშავება, ე.წ. ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის, სადაც ის ადამიანები შევლენ, რომლებიც მსგავს დანაშაულებზე არიან პასუხისმგებელნი. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუციას არ ექნება ეფექტი. ამიტომ, ვაგრძელებთ კონსულტაციებს და მზაობის შემთხვევაში უახლოეს დღებში შესაძლებელი იქნება ერთიანი, ძლიერი რეზოლუციის მიღება. აქვს თუ არა უმრავლესობას ამის მზაობა, ეს კონსულტაციების შემდეგ გამოჩნდება“–განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია მომზადებული. ამათგან ერთის ავტორი უმრავლესობაა, ხოლო მეორის – საპარლამენტო უმცირესობა.


თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში სოფიო ქაცარავა - უმრავლესობის მიზანია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიანი, მტკიცე რეზოლუციის მიღება
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია