დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა ადვოკატები" ხვალ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგს გამოაქვეყნებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/13 15:30:02
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები", ხვალ, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს, მათ თბილისში, მიმდინარე წლის 5–6 ოქტომბერს, თემაზე: "საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი" სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს.
მოქალაქეებმა შემდეგ კითხვებს გასცეს პასუხი: "იღებთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?", "მომავალმა პრეზიდენტმა, რომელ ეროვნული მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალოს სტრატეგია შედეგის მისაღწევად?", "საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რომელი კანდიდატი მოგწონთ?", "რომელი ინსტიტუტების შესუსტებას/გაძლიერებას გამოიწვევს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა?", "რა განაპირობებს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას?", "საჭიროებს თუ არა ქართული პოლიტიკა ახალ სახეებს?".
"ახალგაზრდა ადვოკატების" სოციოლოგიური გამოკითხვა რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუს ფორმატში მომზადდა. მარტივი შერჩევის პრინციპით, თბილისის მეტროს სადგურებთან და ხალხმრავალ ადგილებში სულ, 1000 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხვას ორგანიზაციის მთავარი სოციოლოგი ნინო ღაჭავა ხელმძღვანელობდა.
სოციოლოგიური გამოკითხვის პრეზენტაციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სოციოლოგები და საექსპერტო წრის წარმომადგენლები დაესწრებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია