დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი განმარტავს თუ რატომ არ გაიხსნება სამ ქვეყანაში საარჩევნო უბნები
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 12:30:03
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი განმარტავს თუ რატომ არ გაიხსნება საარჩევნო უბნები, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამ ქვეყანაში , მოლდოვაში, რუმინეთსა და იორდანიაში.
როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საარჩევნო უბნები მხოლოდ და მხოლოდ არ იხსნება აღნიშნულ სამ ქვეყანაში, რომ უბრალოდ ვერ შეგროვდა კომისიის წევრთა საჭირო რაოდენობა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან ცოტაა.
"ჩვენი საკონსულო ყველანაირად ეცადა, რომ შეეკრიბა საჭირო რაოდენობა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეკრიბა. როდესაც ვერ იკრიბება კომისიის წევრების საჭირო რაოდენობა, ბუნებრივია, კომისიაც ვერ შედგება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საგარეო უწყებიდან სიები დროულად მიეწოდა, ერთადერთი გამონაკლისი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, კერძოდ, ნიუ-იორკის საკონსულოდან დროში განსხვავების გამო, მოხდა სიის დაგვიანებით მიწოდება. ზალკალიანის განცხადებით, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხდა ამ კონკრეტული სიის მიწოდება ცესკო-სთვის, დანარჩენი სიები კი, ცესკოს დროულად მიეწოდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია