დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
Time-მა მიხეილ სააკაშვილი ძებნილი პოლიტიკური ფიგურების ხუთეულში შეიყვანა
ავტორი:
2018/იანვარი/31 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/saakashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475720-time-ma-mikheil-saakashvili-dzebnili-politikuri-figurebis-khutheulshi-sheiyvana.html", "headline": "Time-მა მიხეილ სააკაშვილი ძებნილი პოლიტიკური ფიგურების ხუთეულში შეიყვანა", "datePublished": "2018-01-31 10:06:16", "dateModified": "2018-01-31 10:06:16", "description": "ჟურნალ Time-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის 5 ძებნილი პოლიტიკური ფიგური...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/saakashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჟურნალ Time-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის 5 ძებნილი პოლიტიკური ფიგურის სიაში შეიყვანა.

„დასავლეთში განათლების მიღების შემდეგ სააკაშვილი საქართველოში ხავერდოვანი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გაფლანგვაში ბრალდებების ფონზე მან თანამდებობა დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, მაგრამ 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დაკავება და რეფორმების გატარება შესთავაზა. სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქე გახდა.

2016 წლის ნოემბერში ის თანამდებობიდან გადადგა, მრისხანე პრესკონფერენცია გამართა და პოროშენკო უკრაინაში კორუფციის მხარდაჭერასა და ოდესაში ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხარდაჭერაში პირადად დაადანაშაულა.

რა თქმა უნდა, ამან უკრაინის მმართველ ელიტაში სააკაშვილის გულშემატკივრების რიცხვი ვერ გაზარდა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კრიმინალური დაჯგუფების მხარდაჭერისთვის წაუყენეს ბრალი. პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა გასული წლის ივლისში ჩამოართვა და სააკაშვილი აპატრიდი გახდა.
გასული წლის დეკემბერში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ცდილობს სააკაშვილი კიევში პოლიციისგან გაქცევას. პოლიციამ ის მაინც დააკავა, მაგრამ შემდეგ მხარდამჭერებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხეს“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში სააკაშვილის გარდა კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, თურქეთში გადატრიალების მცდელობის მოწყობაში ეჭვმიტანილი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი, Wikileaks-ის შემქმნელი ჯულიან ასანჟი და კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი მოხვდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 752
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია