დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/oliveruordropimemoriali.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468251-saparlamento-delegaciis-inicitivith-oliver-uordropis-saflavze-memorialis-gakhsnis-ceremoniali-chatarda.html", "headline": " საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდ...", "datePublished": "2017-12-12 15:10:33", "dateModified": "2017-12-12 15:10:33", "description": "საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ლონდონში ვიზიტით იმყოფება. როგორც „ინტერპრეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/oliveruordropimemoriali.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ლონდონში ვიზიტით იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონმდებლებმა, ქართველი ხალხის სახელით, სევენოუქსში, ოლივერ უორდროპის საფლავზე, მემორიალის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა სადაც, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი, საელჩოს თანამშრომლები, ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები და სევენოუქსის საეკლესიო საბჭოსა და კრების წევრები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოფიო ქაცარავამ, სადაც ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის საუკუნოვან და მჭიდრო ურთიერთობებზე, რაც მისი თქმით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მჭიდრო ხდება.

„დიდი პატივია ჩემთვის ამ ღონისძიების გახსნა, ვინაიდან ოლივერ უორდროპი იყო ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებს და უდიდესი ღვაწლი შეიტანა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, კულტურული და ხალხთა შორის კავშირების განვითარებაში“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

ლონდონში, საქართველოს საელჩოში „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთი-საქართველო“ ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელსაც სტუდენტები, ბრიტანეთის ყოფილი ელჩები საქართველოში და ლონდონში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს სოფიო ქაცარავამ და თამარ ბერუჩაშვილმა. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ბრიტანეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და აღნიშნა, რომ ეს ფილმი არის ერთგვარი სიმბოლო, თუ რა გზა განვლო საქართველომ თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დამოუკიდებლობიდან დღემდე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია