დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 18:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/qumsishvili_3bd26.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468036-dimitri-qumsishvili-tsina-tslis-analogiur-periodthan-shedarebith-ianvar-oqtombershi-eqsporti-294-ith-gaizarda.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გა...", "datePublished": "2017-12-11 14:05:33", "dateModified": "2017-12-11 14:05:33", "description": "პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/qumsishvili_3bd26.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ოქტომბერსა და პირველ 10 თვეში ქვეყნის მშპ-ს წინასწარი მაჩვენებლები შეაფასა, რომლის თანახმადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.7 პროცენტი, 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი - 4.9 პროცენტი შეადგინა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 92 პროცენტით, ფეროშენადნობების - 53 პროცენტით, მინერალური და მტკნარი წყლების - 45 პროცენტით და ღვინისა კი 40 პროცენტით გაიზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში საქონლის წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 1.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საქონლის რეალური წმინდა ექსპორტი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში - დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 9.7%, წვლილი რეალურ ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი; საფინანსო საქმიანობა - ზრდა 13.4%, წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 პროცენტული პუნქტი; სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 20.2% , წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 და სხვა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა და 2,2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია